თეგი: ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 1 500-მდე სამხედრო ჩავიდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 1 500-მდე სამხედრო, სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად.   „ორმხრივი ტაქტიკური სწავლების მთავარი მიზანია სამხრეთის სამხედრო ოლქის მოტომსროლელი ნაწილების მზადყოფნის შემოწმება საბრძოლო მისიების შესასრულებლად, მათი საბრძოლო კოორდინაციის გაუმჯობესება თავდაცვითი ოპერაციების მომზადებასა და წარმართვაში. ასევე, სამეთაურო პერსონალის მომზადება არასტანდარტული გადაწყვეტილებების მისაღებად საბრძოლო მისიების შესრულებისას თანამედროვე საბრძოლო გამოცდილების გამოყენებით“, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში, ასევე, ჩართულია 200-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები იმართება. როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, დილის 08:00 საათიდან გახსნილია 152 საარჩევნო უბანი. მათივე ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა ოკუპირებულ აფხაზეთში სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში 35 ადგილია, ხოლო ე.წ. ენჭისყრაში 123 ადამიანი მონაწილეობს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მისი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ ნათქვამია აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობის დევნილობაში ყოფნის პირობებში, ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. „ურთულესი გლობალური და რეგიონული გამოწვევების, ასევე ადგილზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ ორგანზომილებიან სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს. უმთავრეს პრიორიტეტად რჩება გამყოფი ხაზით ხელოვნურად დაშორებულ საზოგადოებას შორის დიალოგის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავება, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზება, საქართველოს ევროინტეგრაციის  პროცესის კვალდაკვალ", - ვკითხულობთ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე უკანონო ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას წარმოადგენს ე.წ. არჩევნების ჩატარება. ე.წ. არჩევნები აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგები ვერ ექნება, რადგან აფხაზეთის რეგიონში ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი მუდმივი ძალადობისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რადგან ეფექტური კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ. აფხაზეთის მთავრობა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სთხოვს აღნიშნული ქმედება შეფასდეს სათანადოდ“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ხსენებული ე.წ. არჩევნების ჩატარება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. „იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საოკუპაციო ძალა, ხსენებულ ე.წ. არჩევნებს, ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. ზემოხსენებულ ფაქტს ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში. შემაშფოთებელია, რომ მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით, რასაც ემატება ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების უხეში დარღვევა და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია. ამ ფონზე, კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებს, ისევე, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებულ რეგიონებზე წვდომის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ. განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგ უკანონო ნაბიჯზე. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ ვაღიარებთ

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ ვაღიარებთ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, – აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, ისევე როგორც მის შედეგებს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია

NATO ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

NATO ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს. „NATO არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც შაბათს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში გაიმართა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ხავიერ კოლომინა Twitter-ზე.  

საგარეო უწყება: ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონეა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო რუსეთის პრეზიდენტის მიერ დუმისთვის ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგ მოქალაქეობაზე დადებული ე.წ. შეთანხმების სარატიფიკაციოდ წარდგენის საკითხს ეხმაურება. როგორც უწყებაში აცხადებენ, საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. „რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციას ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან იყენებს, როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ არალეგიტიმურ ნაბიჯს და ჰიბრიდულ ინსტრუმენტს. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას და ერთიანია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის დაგმობასა და ზოგადად ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯების მიმართ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარი ნარჩემაშვილის განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. სერგეი შამბას აცხადებს, რომ „აფხაზურ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში მსგავსი განწყობები არ არსებობს“. „პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა და საზოგადოებაში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განწყობები არ არის. ჩვენ ძვირი ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის. ამიტომაც ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება. აფხაზეთში არ ვიცი ისეთი პოლიტიკური ძალა, პარტია ან საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც უარს იტყოდა დამოუკიდებლობაზე“, - აღნიშნა სერგეი შამბამ. რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.   

იპე კოფოდი: დანია გმობს რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას

„დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს,  ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ - ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს. კომენტარი მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს, როდესაც მსოფლიო საშიში და ავტორიტარული რეჟიმის აღზევების მოწმეა და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ რუსული ჯარი დგას, დასავლეთი მტკიცედ უჭერს მხარს  საქართველოს და ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც საერთაშორისო წესებისა და ღირებულებების ერთგულია. „ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი.  დემოკრატიული ქვეყნები და მთელი დემოკრატიული სამყარო ერთად უნდა დადგეს“ - ხაზგასმით აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.  2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. ასევე წაიკითხეთ  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

ნედ პრაისი: აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს. ამის შესახებ Reuters წერს.  მისივე თქმით, ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და [ე.წ.] სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.   „ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს შემადგენელი ნაწილების ოკუპაციას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რაც მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას კონფლიქტამდელ პოზიციებზე. არც დე ფაქტო მთავრობას და არც რუსეთის ოფიციალურ პირებს არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები [ე.წ] სამხრეთ ოსეთის მომავლის შესახებ, რომელიც არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ისევე როგოც აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურ დაკავებას და ანექსიის მცდელობას 2014 წელს, ასევე არ ვაღიარებთ კრემლის ცინიკურ მცდელობას, აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რაც წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვიცირებულ შეჭრას. ასევე ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ნედ პრაისმა. 30 მარტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს.  დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს,  ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ - ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრისა და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ასევე წაიკითხეთ  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

2022 წლის 1-ელ აპრილს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღოსაქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ადამიანის უფლებათა საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მცდელობებისა, რუსეთის საოკუპაციო ძალა კვლავაც ხელს უშლის და არ აძლევს უმაღლესი კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში  შესვლის საშუალებას.მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ  გაუსვა ხაზი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მათზე ეფექტურ კონტროლს.ლაშა დარსალიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მეზობლებთან მიმართებაში რუსეთის ქცევის ხელწერა უცვლელი რჩება. 2008 წელს რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე. წ. რეფერენდუმის გამართვის თაობაზე განცხადება, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ წარმოებული აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ დემონსტრირებას წარმოადგენს.მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მსგავსი საქციელი ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის რეგიონული და გლობალური მასშტაბით მშვიდობასა და უსაფრთხოებას.ლაშა დარსალია მიესალმა 2022 წლის 10 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მიერ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ფარგლებში, იმ პირების დაკავების შესახებ ორდერების გაცემაზე მიმართვას, რომლებსაც ბრალი ედებათ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ომის დანაშაულის ჩადენაში.მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა უმაღლესი კომისრის უახლესი ანგარიში, რომელშიც ასახულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის  რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების ის უხეში დარღვევები, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა განიცდის ორივე რეგიონში, მათ შორის, სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის და საკუთრების უფლებების დარღვევა, გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა.ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ანგარიშში მოცემულია ფაქტები 2014-2019 წლებში ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე და გამახვილებულია ყურადღება, რომ აღნიშნულ ფაქტებზე დამნაშავეთა დაუსჯელობა ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის გაძლიერებას. მან ისაუბრა, ასევე, თავისუფლების აღკვეთის უკანონო შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ  საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში კვლავ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, ხაზი გაუსვა მათი გათავისუფლებისთვის საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის აუცილებლობას.მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება ნათლად მიუთითებს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას. ასევე წაიკითხეთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქრისტინე თაკალანძის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქრისტინე თაკალანძის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 24 წლის ქრისტინე თაკალანძე, 20 ივლისს დააკავეს.  ამასთან, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, „საგამოძიებო განყოფილებამ სამხედრო პროკურორის თანხმობით, ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით“.  

მედია: ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის დეფიციტია

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, საწვავის შეტანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეფერხებაა. რადიო თავისუფლების ცნობით, ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა «АЗиД“-მა გარკვეული ტიპის ნავთობპროდუქტების რეალიზაციაზე შეზღუდვები დააწესა. „ივნისში დადებული კონტრაქტებით გათვალისწინებული მიწოდების მნიშვნელოვანი წილი აფხაზეთის რესპუბლიკაში, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შემოსულა. ბენზინგასამართი სადგურების ქსელში საჭირო რაოდენობის საწვავი ადრე გაკეთებული რეზერვების ხარჯზე ნარჩუნდებოდა. ვითარება „АЗиД“-ის ქსელში გამწვავდა დატვირთვის ზრდით, რაც სხვა სადგურებში შექმნილი დეფიციტის გამო წარმოქმნილმა ზეწოლამ გამოიწვია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ტელეგრამის არხი D News Abkhazia, „Роснефти“-ს ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგების შესახებ იუწყება. დე ფაქტო რესპუბლიკის „მთავრობა“ ამ საკითხს ჯერ არ გამოხმაურებია.

ასლან ბჟანიას თქმით, აფხაზეთი მზადაა, ბელორუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აფხაზეთი მზადაა, ბელორუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს“. ბჟანია ამბობს, რომ „საკავშირო სახელმწიფოს იდეა ახლოსაა აფხაზეთის მოსახლეობასთან“ და ის „შეესაბამება მის ეროვნულ ინტერესებს“. გარდა ამისა, ბჟანიას თქმით, აფხაზეთს სჭირდება „ძლიერი ალიანსი რუსეთის ფედერაციასთან“. „ცხადია, ერთპოლარული სამყარო დაინგრა. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია (ამაში დარწმუნებული ვარ) წარმატებით დაასრულებს სპეცოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე, სულ სხვა რეალობა იქნება. რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, ხალხისთვის აშკარა იქნება, ვინ არიან ნამდვილი მოკავშირეები, რომლებიც ამ რთულ დროს მართლაც ახლოს იყვნენ და ამ ფაქტებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, ჩვენ შევქმნით საკავშირო სახელმწიფოს გარკვეულ მონახაზს. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა მან. ამასთან, ბჟანიამ დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელორუსის ხელმძღვანელობასთან. მანამდე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, როგორც კი მიხვდება ამ ნაბიჯის აუცილებლობას და ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეტყვის, მაშინ შესაძლოა, გადაწყვეტილება მიიღოს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ კრემლი არ გაუგზავნის „სიგნალებს“ ალექსანდრე ლუკაშენკოს, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის, ასევე ანექსირებული ყირიმის რუსეთის რეგიონად აღიარების შესახებ. აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა“. 

რაულ ხაჯიმბა ბიჭვინთის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ექს-პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციური პარტიის „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ (FNUA) პოლიტსაბჭოს მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, ის ბიჭვინთაში მდებარე ობიექტების რუსეთისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება. ასლან ბჟანიას ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, ადგილობრივი ოპოზიცია დაუპირისპირდა „ბიჭვინთაზე თუ თვალს დავხუჭავთ, ხვალ დაისმება საკითხვები მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით“, - თქვა ხაჯიმბამ. დე-ფაქტო ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ „აფხაზეთის კონსტიტუცია „მკაფიოდ არეგულირებს ამ საკითხებს“. სალომე ზურაბიშვილი: იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა „თუ ჩვენ დავიწყებთ დღეს (ზოგიერთი მერკანტილური, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე) ჩვენი კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების განადგურებას, მაშინ ჩვენ დავასრულებთ მთელ ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - დასძინა ხაჯიმბამ. რაულ ხაჯიმბა 2020 წლის იანვარში იმდროინდელი ოპოზიციის ზეწოლის ქვეშ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შეიჭრა. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის შეთანხმების ახალი ტექსტის გამოჩენის შემდეგ კვლავ განახლდა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა. ამ შეთანხმებას აფხაზეთის პარლამენტის რატიფიცირება სჭირდება. ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი. 

პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს მკაცრად გმობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს მკაცრად გმობს. „მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა“, - ნათქვამია განცხადებაში. ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

Europetime-თან ექსკლუზიურად, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა  შეაფასა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტი“.     განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამნტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.       საქართველო ბელორუსს მოუწოდებს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

აფხაზეთი საქართველოა - ბელორუსის საელჩოსთან აქცია გაიმართა

აფხაზეთი საქართველოა - ბელორუსის საელჩოსთან აქცია ჩატარდა. ოპოზიციურმა პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება" 28 სექტემბერს, საღამოს, პროტესტი ალექსანდ ლუკაშენკოს „ვიზიტის“ წინააღმდეგ დააფიქსირა. მედიის ცნობით, პარტიის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი და მხარდამჭერი თბილისში, ბელორუსიის საელჩოსთან პლაკატებით - „აფხაზეთი საქართველოა“ მივიდა. მათ ადგილზე მიიტანეს და დაწვეს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის ფოტოები. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ბელორუსის ოპოზიციონერი ლიდერი: ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ცხადყოფს მის სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე

ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ცხადყოფს მის სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე და არ ასახავს ბელორუსის ხალხის ნებას. შესაბამისი განცხადება ბელორუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ Twitter-ზე გაავრცელა. „დიქტატორ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში, აჩვენებს მის პოლიტიკურად გაკოტრებას და სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ის არ ასახავს ბელორუსი ხალხის ნებას. ჩვენმა გაერთიანებულმა გარდამავალმა კაბინეტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საერთაშორისო საზოგადოება ლუკაშენკოს არ აღიარებს.

ვიოლა ფონ კრამონი: ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტია, მისი აფხაზეთში ჩასვლა ბევრს არაფერს ნიშნავს

ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ბევრს არაფერს ნიშნავს - ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ბევრს არაფერს ნიშნავს - ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია. ეს შეხსენებაა პუტინის ყველა დამშოშმინებლისთვის საქართველოში, რომ დაშოშმინებული ბოროტება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ლუკაშენკო პუტინით დასრულდება!“ - წერს ევროპარლამენტარი. ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები: ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, უკიდურესად არასწორი ნაბიჯია

ვგმობთ ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ე.წ. ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა „ხალხის ძალას“ წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი ავრცელებენ. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელორუსის ხელისუფლების მიერ არ გადაიკვეთება საბოლოო წითელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენი მიზანია აფხაზებთან ძმური თანაცხოვრების აღდგენა, რისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართველებისა და აფხაზების კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების არდაშვებაა. სწორედ მშვიდობიანი ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქართველებისა და აფხაზების სამომავლო ძმური თანაცხოვრება ერთიან ქართულ სახელმწიფოში.​ ​ამ მიდგომიდან და მიზნიდან ვერ უნდა გადაგვახვევინოს ვერავითარმა პროვოკაციამ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის“,- აღნიშნულია განცხადებაში. ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

მედია: დონეცკში მებრძოლი ბატალიონის, „პიატნაშკას“ მეთაური ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დონეცკში, რუსეთის მხარეს მებრძოლი „პიატნაშკას“ ბატალიონის მეთაური, ახრა ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნდა. სააგენტო „აიაშარასთან“ კომენტარში მან თქვა, რომ „ვიზიტი“ აფხაზეთში გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს - 30 სექტემბერს ემთხვევა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ აფხაზეთში „პიატნაშკას“ სხვა მებრძოლებიც ჩავიდნენ.  მანამდე ავიძბამ განაცხადა, რომ ის არ იყო გათავისუფლებული რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან. მოგვიანებით, მან შეძლო მოსკოვში გამგზავრება, სადაც შეხვდა პარტია „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ ლიდერს, სერგეი მირონოვს და გამოვიდა მიტინგ-კონცერტზე - „ჩვენ არ ვტოვებთ საკუთარს“. 19 სექტემბერს ვიდეომიმართვაში ავიძბამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას „დროებითი პრეზიდენტი“ უწოდა. ახრა ავიძბა დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს და თვითმარქვია DPR-ის გმირია. 2021 წლის იანვრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნილთა სიაში შეიყვანა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახრა ავიძბა (მეტსახელად "აფხაზი") უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას "საერთაშორისო ბრიგადა" პიატნაშკას" ხელმძღვანელობს და ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია.   

კობახიძის თქმით, ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, „ვიზიტს“ აღარ უწოდებს, პოზიცია „შერბილებულია“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვებგვერდზე  განახლებული ინფორმაციის თანახმად, ბელორუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, „ვიზიტს“ აღარ უწოდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიცია „შერბილებულია“. მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ბელარუსის მხრიდან არაღიარების პოზიციის შენარჩუნება და თითოეული ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას, როდესაც საუბარია თუნდაც რეაქციაზე. „შეფასებები გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმაღლეს დონეზე. ჩვენი მხრიდან ე.წ. „ვიზიტს“, ვიზიტად ბუნებრივია, ვერ შევაფასებთ - მის ჩასვლას აფხაზეთში, შეფასდა როგორც ძალიან არამეგობრული და არასწორი ნაბიჯი, ამასთან დაკავშირებით ცალსახაა ჩვენი პოზიცია. ასევე, დაირღვა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს არის ძალიან სამწუხარო და მძიმე ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. მთავარი აქ ჩვენთვის არის ის, რომ უკიდურესი წითელი ხაზი არ გადაიკვეთოს, ბუნებრივია ეს არის დაკავშირებული არაღიარების პოლიტიკასთან. ბელარუსის სახელმწიფო არ აღიარებს დღემდე აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება და რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ამის მიხედვითაც უნდა გადაიდგას, როდესაც საუბარია თუნდაც რეაქციაზე. დღეს საკმაოდ საინტერესო სათაურით გამოქვეყნდა თავად ლუკაშენკოს გვერდზე მისი ე.წ. ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია, იქ ეწერა, რომ ის იყო ჩასული შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, აფხაზეთში ვიზიტს კი არ უწოდებს. თავიდან იყო საუბარი აფხაზეთში ვიზიტზე, რაც მისი მხრიდან იყო თუ არ ვცდები ნათქვამი და ამის შემდეგ შერბილებულია უკვე ეს სათაური და საუბარია იმაზე, რომ ჩავიდა არა აფხაზეთში, არამედ შავი ზღვის სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა. ეს ჟესტია თავისთავად რაღაცის მანიშნებელი, იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ბელორუსი არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს, ვიმედოვნებ, ჩვენი დიპლომატიური ნაბიჯები, განცხადებები მივიდა ადრესატამდე

მნიშვნელოვანია, ბელორუსი, რომელიც იყო არაღიარების პოლიტიკის ერთგული ქვეყანა, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელორუსის პრეზიდენტ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ვნახეთ, რომ იყო საკმაოდ ადეკვატური, მკაცრი რეაგირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, როდესაც დაიბარა ბელარუსის ელჩი და მოსთხოვა განმარტებები. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური ნაბიჯები, რომელიც გადადგა, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განცხადებები, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო, მივიდა ადრესატამდე და გვექნება ადეკვატური რეაქციები. საკმარისი არის, როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ ბელორუსი არ გადაუხვევს არააღიარების პოლიტიკას, ვინაიდან ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ერთი მხრივ, არ იმსახურებდა ამ ნაბიჯს და მეორე მხრივ, ეს არის უკიდურესი წითელი ხაზი, რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას. ამიტომაც, იქნა შესაბამისი დიპლომატიური ინსტრუმენტები გამოყენებული, ჩვენი განცხადებები გაკეთებული და იმედი მაქვს, რომ ადრესატი ამას სათანადოდ აღიქვამს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

პოლ გობლი: საქართველო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ბელორუსის ელჩი გააძევოს

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი აფასებს ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს. ჯონ ჰერბსტი: ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს საქართველო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თბილისიდან ბელორუსის ელჩი გააძევოს, მინსკიდან კი, თავისი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი გამოიწვიოს“, - განუცხადა პოლ გობლმა Europetime-ს. პრეზიდენტი: მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, ვალერი კვარაცხელიას ბელორუსში ელჩობის ვადა სექტემბერში ამოეწურა.

ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“ გმობს. ის ლუკაშენკოს ე.წ. პრეზიდენტს უწოდებს და განმარტავს, რომ ლუკაშენკო ლეგიტიმაციის მქონე რპეზიდენტი არ არის. ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან მიუღებელი უწოდა ლუკაშენკოს ჩასვლას საქართველოს რეგიონებში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.  

მეთიუ ბრაიზა: ლუკაშენკო ამაოდ ცდილობს, პუტინს დაეხმაროს, რათა ევროკავშირში უთანხმოება გამოიწვიონ

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აფასებს ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, პუტინთან კოორდინაციით, ლუკაშენკო სავარაუდოდ, ქართველებსა და ევროპელებში არასტაბილურობის განცდის გაჩენას ეცადა, მათი შიშების გამოყენებაში კი პუტინს დაეხმარა, რომ საბოლოოდ, ძირი გამოეთხარა ევროპისა და ამერიკის სოლიდარობისთვის. „მე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტი ლუკაშენკო და რა გეგმები ჰქონდა მას, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა. შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ პუტინთან და სურდა, ერთი მხრივ, არამხოლოდ ქართველებში, არამედ ევროპელებში დაენახა არასტაბილურობა და ამასთან, გაეჩინა ეჭვები რუსეთის მიერ პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევის შესახებ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომლის 4 რეგიონშიც ანექსიის მცდელობებსაც ვხედავთ ახლა. მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს, დაეხმაროს პრეზიდენტ პუტინს ამ შიშების გამოყენებაში, რათა ევროკავშირში უთანხმოება ნახოს და ძირი გამოუთხაროს ევროპულ სოლიდარობას, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ასევე, ევროპასა და აშშ-ის შორის სოლიდარობას, მაგრამ ამაოდ, რადგან ეს სოლიდარობა ძალიან ძლიერი და მტკიცეა“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. უფრო ადრე, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს“, - მიიჩნევს პოლ გობლი.  Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა კი განაცხადა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.

უილიამ კორტნი: ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრძანების შესრულებას დასთანხმდეს

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტზე. უილიამ კორტნის აზრით, ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკოს უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. „ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, დიდი ალბათობით, შემთხვევითი არ არის. ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მას შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ [მოსკოვის ან პუტინის.რედ.] ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. ამრიგად, კრემლმა შეიძლება, იფიქროს, რომ თუ აფხაზეთი შეუერთდება ევროკავშირის ქვეყნებს, მას ექნება მეტი შანსი, დაეყრდნოს ბელორუსს“, - განუცხადა Europetime-ს უილიამ კორტნიმ.  ამასთან, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტზე“. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, პუტინთან კოორდინაციით, ლუკაშენკო სავარაუდოდ, ქართველებსა და ევროპელებში არასტაბილურობის განცდის გაჩენას ეცადა, მათი შიშების გამოყენებაში კი პუტინს დაეხმარა, რომ საბოლოოდ, ძირი გამოეთხარა ევროპისა და ამერიკის სოლიდარობისთვის. „მე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტი ლუკაშენკო და რა გეგმები ჰქონდა მას, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა. შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ პუტინთან და სურდა, ერთი მხრივ, არამხოლოდ ქართველებში, არამედ ევროპელებში დაენახა არასტაბილურობა და ამასთან, გაეჩინა ეჭვები რუსეთის მიერ პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევის შესახებ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომლის 4 რეგიონშიც ანექსიის მცდელობებსაც ვხედავთ ახლა. მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს, დაეხმაროს პრეზიდენტ პუტინს ამ შიშების გამოყენებაში, რათა ევროკავშირში უთანხმოება ნახოს და ძირი გამოუთხაროს ევროპულ სოლიდარობას, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სოლიდარობას, ასევე, ევროპასა და აშშ-ის შორის სოლიდარობას, მაგრამ ამაოდ, რადგან ეს სოლიდარობა ძალიან ძლიერი და მტკიცეა“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. უფრო ადრე, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს“, - მიიჩნევს პოლ გობლი.  Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა კი განაცხადა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.

NATO: რუსეთმა უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს რეგიონებიდან

ექსკლუზივი ექსკლუზიურად Europetime-თან, NATO-ს ოფიციალური პირი ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“. NATO რუსეთს მოუწოდებს, უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან.  ალიანსი გმობს ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. „NATO-ს გზავნილი მკაფიო და მტკიცეა: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ჩვენ ვგმობთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, რომლებიც ხდება ამ რეგიონებში, ასევე ვგმობთ მავთულხლართების გავლებას „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტზე. უილიამ კორტნის აზრით, ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკოს უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. „ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, დიდი ალბათობით, შემთხვევითი არ არის. ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მას შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ [მოსკოვის ან პუტინის.რედ.] ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. ამრიგად, კრემლმა შეიძლება, იფიქროს, რომ თუ აფხაზეთი შეუერთდება ევროკავშირის ქვეყნებს, მას ექნება მეტი შანსი, დაეყრდნოს ბელორუსს“, - განუცხადა Europetime-ს უილიამ კორტნიმ.  ამასთან, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ შეაფასა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, პუტინთან კოორდინაციით, ლუკაშენკო სავარაუდოდ, ქართველებსა და ევროპელებში არასტაბილურობის განცდის გაჩენას ეცადა, მათი შიშების გამოყენებაში კი პუტინს დაეხმარა, რომ საბოლოოდ, ძირი გამოეთხარა ევროპისა და ამერიკის სოლიდარობისთვის. „მე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტი ლუკაშენკო და რა გეგმები ჰქონდა მას, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა. შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ პუტინთან და სურდა, ერთი მხრივ, არამხოლოდ ქართველებში, არამედ ევროპელებში დაენახა არასტაბილურობა და ამასთან, გაეჩინა ეჭვები რუსეთის მიერ პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევის შესახებ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომლის 4 რეგიონშიც ანექსიის მცდელობებსაც ვხედავთ ახლა. მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს, დაეხმაროს პრეზიდენტ პუტინს ამ შიშების გამოყენებაში, რათა ევროკავშირში უთანხმოება ნახოს და ძირი გამოუთხაროს ევროპულ სოლიდარობას, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სოლიდარობას, ასევე, ევროპასა და აშშ-ის შორის სოლიდარობას, მაგრამ ამაოდ, რადგან ეს სოლიდარობა ძალიან ძლიერი და მტკიცეა“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. უფრო ადრე, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს“, - მიიჩნევს პოლ გობლი.  Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა კი განაცხადა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.

ოკუპირებული აფხაზეთის ნაგვალოუს პოლიგონზე, სარეზერვო ქვედანაყოფებთან ერთად, სამობილიზაციო წვრთნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაგვალოუს პოლიგონზე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნები სარეზერვო ქვედანაყოფებთან და ოპერატიული მიმართულება „აღმოსავლეთის“ ქვედანაყოფებთან ერთად მიმდინარეობს. „ნაგვალოუს პოლიგონზე, რეზერვის პირველი და მე-2 მსროლელი ბრიგადების პერსონალთან საბრძოლო საკოორდინაციო სწავლება გრძელდება“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. „სამხედრო სწავლებები ოპერატიული მიმართულება „აღმოსავლეთის“ სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნების გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ სარეზერვო ფორმირებების სამხედროები გადიან პრაქტიკას დაქვემდებარებული პერსონალის მომზადებაში, ასრულებენ საბრძოლო მომზადების საგნების სტანდარტებს, ზრდიან საველე მომზადების დონესა და თანმიმდევრულობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

რუსული მედია: ბელორუსმა შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთში „საელჩო“ გახსნას

თუ ბელორუსსა და რომელიმე ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა წელიწადში $50 მილიონს აჭარბებს, მაშინ იქ „საელჩო“ იხსნება. რუსულ მედიასთან ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სიტყვებს ციტირებს. მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ბელორუსი ახორციელებს დიდ პროექტს ოჩამჩირის რეგიონში, რომელის ღირებულებაც $50 მილიონზე მეტია“, - განაცხადა ბჟანიამ.  მისივე თქმით, ლუკაშენკო მზადაა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების მხარდაჭერა, მათ შორის ლიზინგის სახით. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაახლოების ვექტორი ურყევია. „აფხაზეთი რჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ჩვენ ბუნებრივი მოკავშირეები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოკავშირე აფხაზურ-რუსული ურთიერთობები კიდევ უფრო შევავსოთ ორი ქვეყნის ხალხებისთვის სასარგებლო შინაარსით“, - განაცხადა ბჟანიამ.  

საგარეო უწყება: მკაცრად ვგმობთ რუსეთის დუმის თავმჯდომარის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩასვლა, მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას; ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს, რომელიც შესაძალოა, ტერორიზმში დაადანაშაულონ

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაციას, ოკუპირებული აფხაზეთის პორტალი ავრცელებს. ინფორმაცია მედიასთან ოუპირებული აფხაზეთის სამხედრო პროკურორმა დაადასტურა. რუსლან თარბას თქმით, სამხედრო მოსამსახურეს დაურეგისტრირებელი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. დე ფაქტო სამხედრო პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები განიხილავენ სხვა ვერსიებსაც. გამოცემა, დაკავებას შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო განცხადებას უკავშირებს.  დე ფაქტო სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და იყვნენ ფხიზლად. ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის ზოგიერთი სკოლა სამართალდამცველებმა შეამოწმეს. მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ტელეგრამის არხებზე ტერორისტული საფრთხის შესახებ ანონიმური შეტყობინება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ „ვიღაც აფინანსებდა საქართველოს მხრიდან დიდ ტერორისტულ აქტს“. ოკუპირებული აფხაზეთის წყაროების გზავნილზე თბილისს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. „ამავდროულად, გასულ კვირას დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც ფორმალურად დატოვა „ქართული ოცნება“, საპარლამენტო ოპოზიცია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით სერიოზული პროვოკაციების დაგეგმვაში“ დაადანაშაულა. ამ პროვოკაციის შედეგი, პარლამენტარის თქმით, საქართველოს დესტაბილიზაცია უნდა იყოს“,- წერს ekhokavkaza.   

ოკუპირებული აფხაზეთიდან დაკარგული პიკასოს ლანგარი მოსკოვში იპოვეს

მოსკოვში იპოვეს პაბლო პიკასოს კერამიკული ლანგარი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გაუჩინარდა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის პორტალს დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა დაურ კოვემ განუცხადა, 2022 წლის დასაწყისში ეს ლანგარი ექსპერტიზაზე რუსეთში გაგზავნეს. დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის მინისტრის თქმით, ექსპონატის ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნება წლის ბოლომდეა შესაძლებელი. კოვე ამბობს, რომ დეფაქტო აფხაზეთის კულტურის ყოფილი მინისტრი გუდისა აგრბა პიკასოს კერამიკული ჭურჭლის ექსპერტზის პროცესს ხელმძღვანელობდა.  შეგახსენებთ, რომ ადრე დიმიტრი გულიას ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნულ ბანკში საცავიდან პაბლო პიკასოს ლანგარი და ფერნანდ ლეჟეს ორი ნამუშევარი გაქრა. ლეჟეს ნამუშევარი დე ფაქტო კულტურის სამინისტროში აღმოაჩინეს, ხოლო პიკასოს ლანგრის ძებნა გაგრძელდა. ახლა დაურ კოვე ამბობს, რომ პიკასოს ანგრის დე ფაქტო აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ ექსპონატების ექსპერტიზა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარდება. „ჩვენ არ გვაქვს ექსპერტიზის დოკუმენტები. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის სავარაუდოდ პიკასოს თეფში და ფერნანდ ლეჟეს ნახატი“, - თქვა დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის მინისტრმა.  ექსპონატების შეფასებაში რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული აფხაზეთის სპეციალისტების ჩართვა იგეგმება  

სოჭის პორტის დირექტორი: „აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“

სოჭის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ კრემლის კონტროლირებად მედიას, სს სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა. „ვიმედოვნებთ, რომ [მგზავრების გადაყვანა] აფხაზეთსა და საქართველოში შესაძლებელი გახდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამასთან, განზრახულია ამ გაზაფხულ სატვირთო გადაზიდვების დაწყება“, - განაცხადა ვლადიმეროვმა და აღნიშნა, რომ სოჭიდან საქართველოში მგზავრთა გადაყვანა, სავარაუდოდ, ბათუმში განხორციელდება.  „ძალიან დიდი მოთხოვნაა საზღვაო სამგზავრო გადაზიდვის ახალი მარშრუტების გახსნაზე. ვეცდებით, ჩვენი ტურისტების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და ამ მიმართულებით შეძლებისდაგვარად განვვითარდეთ“, - დასძინა ვლადიმიროვმა.  მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. ასევე ცნობილია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის რემონტთან დაკავშირებით, რუსეთთან ავიამიმოსვლის დასაწყებად მოლაპარაკებებს აწარმოებს.   

ოკუპირებულ აფხაზეთში საჰაერო სივრცის დროებით აკრძალული ზონები განსაზღვრეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა „დროებითი შეზღუდული საჰაერო სივრცის ზონების შექმნის შესახებ“ დადგენილება მიიღო. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება „სამხედრო ან ტერორისტული ხასიათის საფრთხისგან დაცვის მიზნით“ მიიღეს. დოკუმენტს ხელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა მოაწერა. საჰაერო სივრცის აკრძალული ზონები წესდება: „ადმინისტრაციული კონპექლების შენობების, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების, სახელმწიფო ორგანოებისა და ობიექტების, აფხაზეთში განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის რუსული), სამხედრო ობიექტებისა და თავდაცვის დანიშნულების ნაგებობების, სახელმწიფოს მატერიალური ფასეულობების მარაგებისა და სამობილიზაციო რეზერვების განთავსების ობიექტების თავზე“. მაგალითად აკძალული ზონა წესდება „რუსეთის საელჩოს“, „რუსეთის ელჩის რეზიდენციის“, „სახელმწიფო აგარაკების „ახალი ათონის“ „მიუსერის“ „ლდზაას“ თავზე. რეზოლუცია კრძალავს ამ ადგილებში საჰაერო სივრცის გამოყენებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებს. გამონაკლისებს შორისაა ფრენები სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ოპერატიული ამოცანების შესასრულებლად. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ასევე აკრძალა დრონების ფრენა სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით სოხუმის აეროპორტის აღდგენას 2024 წლისთვის გეგმავს. რუსეთის ეკონომიკის მინისტრის აფხაზეთში ვიზიტის შედეგად ცნობილი გახდა, რომ პროექტის ინვესტორი რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element-ია, რომელიც შედგება კომპანიებისგან, რომლებიც აკონტროლებენ ან შედიან ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არ ცნობს სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად, რადგან ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ინფორმაცია 2006 წელს ამოიღო.   

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი თებერვლის ნაცვლად აპრილში გაიმართება

ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდი თებერვლის ნაცვლად აპრილის დასაწყისში გაიმართება. ამის შესახებ თანათავმჯდომარეების განცხადებაში წერია. მიზეზში დროისა და დაგეგმვასთან დაკავშირებული პრობლემაა მითითებული. ამასთან, როგორც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აცხადებს, თანათავმჯდომარეები ყველა მხარესთან კონსულტაციებისა და ჩართულობისთვის მზადყოფნას გამოხატავენ. მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში გადაწყვიტეს, არ მიიღონ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის თაობაზე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. „ბოლო დროს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თანათავმჯდომარეები ყოველგვარი ობიექტური მიზეზების და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე იღებენ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს რაუნდის გაუქმების ან გადადების შესახებ. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა. მსგავს სურათს ვხედავთ მიმდინარე წლის დასაწყისშიც, როდესაც თანათავმჯდომარეები ცალმხრივად წყვეტენ შემდეგი რაუნდის გადადების საკითხს. ჩვენი ამოსავალია ის, რომ თანათავმჯდომარეების ასეთი ქმედებები ანგაჟირებული ხასიათის მატარებელია, აფერხებს მოლაპარაკებების ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის მუშაობას და ქმნის რეგიონში სტაბილურობისთვის დამატებით საფრთხეებს. 2023 წლის თებერვალში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის გაუქმების გათვალისწინებით, აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა, უარი ეთქვა აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციისთვის, რომელიც 8-9 თებერვალს აპირებდა ვიზიტს აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ჩასატარებლად“, - ნათქვამია არძინბას განცხადებაში რადიო თავისუფლების ცნობით. ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდი ატარება 2023 წლის 21-22 თებერვალს იგეგმებოდა. უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი, გაერო, ეუთო და შეერთებული შტატები ცდილობენ, დიალოგის ეს ფორმატი უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მძევლად აქციონ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).

მედია: სირიაში მიწისძვრით დაზარალებულთა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასახლება განიხილება

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ სირიელ ხალხს ინგლისურ ენაზე მიმართა. მან დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატა „აფხაზი ხალხის სახელით“. „ძვირფას სირიელებო, დღეს ვაკვირდებით ცნობილ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას, კოლექტიური დასავლეთის მხრიდან. მათ პოლიტიკური მიზეზით არ სურთ სირიის დახმარება. ასეთი დამანგრეველი სტიქიური უბედურება პოლიტიკისგან დისტანცირებული უნდა იყოს. ამ ტრაგიკულ მომენტში, გაერთიანების და მოქმედების დრო დადგა. ძვირფასო სირიელებო, ჩვენ გაფასებთ და გვიყვარხართ. გამაგრდით“, - განაცხადა ინალ არძინბამ რადიო თავისუფლების ცნობით. მან დაამატა, რომ განიხილება „სირიაში მცხოვრები მიწისძვრით დაზარალებული აფხაზური დიასპორის აფხაზეთში შესაძლო გადასახლება“. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა სირიისა და თურქეთის დასახმარებლად 300 000 დოლარი გამოყო. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ თურქეთში მიწისძვრის დროს აფხაზური დიასპორის ორი წარმომადგენელი დაიღუპა. სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა. 2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკოში აფხაზეთის ე.წ. საელჩო საზეიმოდ გაიხსნა. 2021 წლის ოქტომბერში სირიაში იმყოფებოდა დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია.  

რუსეთმა თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის გავლით საქონლის მიწოდება დაიწყო - მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში დაადასტურეს მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობები. კერძოდ, ახლა ტრანზიტის ფაქტი დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალიას ლაბახუამ. „ცოტა ხნის წინ 62 კონტეინერის შემადგენლობის მატარებელი შემოვიდა, ეს იყო საქონლის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში. მატარებელმა შეუყოვნებლად ჩაიარა, საბაჟო სამსახურის მხრიდან არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ეს არ არის პირველი მერცხალი, იყო სხვა ტრანზიტები, მაგრამ მცირე პარტიებში. შემოწმდა მარშრუტი, ჩატარდა მონიტორინგი“, - განაცხადა ლაბახუამ რადიო თავისუფლების ცნობით. ლაბახუას თქმით, მატარებელი უკან რუსეთის ფედერაციისთვის განკუთვნილი სხვა ტვირთით დაბრუნდება. „აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის არსებული შეთანხმებით, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საქონლის შეუფერხებელი ტრანზიტი მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. საბაჟო გადასახადი მცირეა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი პროცედურის ფაქტი ბევრზე მეტყველებს: დღეს ერთი მიწოდება, ხვალ - მეორე და ასე, როგორც იტყვიან, ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტი "კაპიკ-კაპიკ" გროვდება", - განაცხადა ლაბახუამ. შეგახსენებთ, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ სოხუმში პირველმა საკონტეინერო მატარებელმა გაიარა. ოკუპირებული სოხუმიდან თურქეთში ტვირთების გადასაზიდად გემი Anatolian-ი გამოიყენეს, იტყობინებოდა გამოცემა sova.news-ი. რუსეთი დასავლური სანქციების ქვეშაა და მისი გვერდის ავლის გზებს ეძებს. ამის ნაწილია მის მიერ, 2022 წლის მაისში „პარალელური იმპორტის” დაკანონება, რაც მწარმოებლის ნებართვის გარეშე, მისი პროდუქციის დიდი ოდენობით რუსეთში უპრობლემოდ შეტანას ხდის შესაძლებელს. ოკუპირებული აფხაზეთის გავლით საქონლის ტრანზიტის თაობაზე, საქართველოში ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.  

ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. "სამხედრო წვრთნები საბრძოლო მომზადების შემოწმებით დაიწყო, რის შემდეგაც სამხედროები პოლიგონებზე და უცნობ ტერიტორიაზე გაიყვანეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე განმარტებით, წვრთნების მთავარი მიზანია შტაბისა და ჯარების მზადყოფნის ამაღლება, ასევე მოულოდნელად წარმოშობილი ამოცანების გადაჭრის მიზნით მათი კოორდინაციის ამაღლება. წვრთნების სხვადასხვა ეტაპზე აფხაზეთის ე.წ. „ძალოვანი სტრუქტურების“ ძალები და საშუალებებიც ჩაერთვებიან.  

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაუშვა ენგურის ხიდის გავლით ზოგიერთი საქონლის გადატანა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნაწილობრივ გააუქმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე საქონლის გადაადგილების აკრძალვა. რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიერ 2023 წლის 31 მარტს ხელმოწერილი დოკუმენტი სოციალური ქსელებით გავრცელდა. ბჟანიას გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა 2007 წელს, აფხაზეთის მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის მიერ გამოცემულ განკარგულებაში, რომლის თანახმად, სრულად აიკრძალა საქართველოსთან "საზღვარზე" ტვირთების გადაადგილება. ცვლილების თანახმად, ენგურის ხიდის გავლით, ე.წ. საზღვარზე შესაძლებელი გახდა მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნერგების, სოფლის მეურნეობის კულტურების სათესლე მასალების, ცოცხალი შინაური ფრინველის, შინაური პირუტყვის საკვების, სოფლის მეურნეობის ტექნიკის და პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარების, საავტომობილო ტრანსპორტის და მისი ნაწილების და ზეთების გადატანა. ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური „სახალხო მოძრაობის“ წარმომადგენელმა ომარ სმირმა ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებას „საქართველოსთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის“ შესახებ, უწოდა აპოგეა იმ ფონზე, როცა აფხაზეთში საუბრობენ საქართველოდან შესაძლო საფრთხის გამო სრული საბრძოლო მზადყოფნის აუცილებლობაზე და სამხედრო წვრთნებს ატარებენ.  

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური საქართველოს სპეცსამსახურებს ჯაშუშურ საქმიანობაში ადანაშაულებს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც მოთხრობილია „კონტრდაზვერვითი ღონისძიებების“ შესახებ. ის ამტკიცებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ცდილობენ, აფხაზეთის მცხოვრებლების ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართვას. გამოქვეყნებულ მასალაში ნაწილობრივ საუბარია ქრისტინე თაკალანძის საქმეზე, რომელსაც დე ფაქტო პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინა. გარდა ამისა, ამტკიცებენ, რომ საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომელი ჯანო ძაგანია აფხაზეთის ორი მცხოვრების - ჯესიკა შენგელიას და ირმა ხუხუას „გადაბირებას ახდენდა“. ერთ-ერთი მცხოვრები ვიდეოში ჰყვება, რომ ძაგანიამ მას სთხოვა, ფოტოები გადაეღო ოჩამჩირის სამხედრო ნაწილისთვის, ასევე, გალსა და სოფელ ილორში მდებარე ობიექტებისთვის. როგორც ის ამბობს, თავად გადაწყვიტა, აფხაზეთის „სახელმწიფო უშიშროების სამსახურისთვის“ ინფორმაციის მიწოდება. ოკუპირებულ სოხუმში ამბობენ, რომ მათ თავიდან აიცილეს „აფხაზეთის ნაციონალური ინტერესების წინააღმდეგ“, საქართველოს სპეცსამსახურების მიერ მიტანილი ზიანი. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, აუცილებელია კანონის გამკაცრება. 24 წლის ქრისტინე თაკალანძეს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობას“ ედავება. ის სოხუმში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება გალის რაიონში ე.წ. აფხაზეთის დროშის გამოსახულებიანი ბანერის დაწვის მცდელობისთვის დაკავებული ირაკლი ბებუა. წყარო - რადიო თავისუფლება  

რა მდგომარეობაშია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ქართული ძეგლები

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტებმა მოახერხეს ოჩამჩირის რაიონში უნიკალური ქართული ძეგლების, ბედიის მონასტრის (X საუკუნე), მოქვის საკათედრო ტაძრის (X საუკუნე), და ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის (XI საუკუნე) გადაღება. ამ ინფორმაციას და ვიდეოს მოძრაობა Facebook-ზე ავრცელებს. საუკუნით დათარიღებულ ბედიის მონასტერში, სადაც ჯერ კიდევ 2010 წელს, ქართული კვალის წაშლის მიზნით, ჩამოიფხიკა უნიკალური კედლის მხატვრობა, მათ შორის ბაგრატ III-ს ცნობილი ფრესკა, წლებია, მიმდინარეობს ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის შედეგიც კედელზე ჭიკარტით მიმაგრებული ბაგრატ III-ს დიდი ფოტოა (იხილეთ ფოტო II), ხოლო უშუალოდ მონასტრის საერთო მდგომარეობა ბევრად მძიმეა, ვიდრე აქამდე იყო. განსაკუთრებით სავალალოდ გამოიყურება ბაგრატ III-ს საძვალე (იხილეთ ფოტო III), აყრილია იატაკისა და საფლავის ქვები, მონასტრის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები კი ხე-მცენარეებით იფარება (იხილეთ ფოტო V-VI) დღემდე გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება „სარეაბილიტაციო სამუშაოები“. „ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ ტაძარში შემორჩენილი ავთენტური ფრაგმენტები განადგურდეს და შესაძლოა, ბედიის მონასტერმა ილორის ეკლესიის ბედი გაიზიაროს და ის უბრალოდ თეთრად გადაღებონ, მოვუწოდებთ კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საკომუნიკაციო საშუალება მეორე მხარესთან ბედიის მონასტრის ე.წ. რესტავრაციის მიზნების დასადგენად და ზემოთხსენებული ძეგლების შესანარჩუნებლად. „მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ასევე წერილით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს ICOMOS და „ლურჯი ფარის“ წარმომადგენლობას, იმოქმედონ ომის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ჰააგის 1954 წლის კონვენციის შესაბამისად და მეტი ყურადღება და აქტიურობა გამოიჩინონ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.   

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „ჯაშუშობაში" ადანაშაულებდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც "ჯაშუშობაში" ადანაშაულებდნენ. ინფორმაციას სააგენტო აფსნიპრესი ავრცელებს. ე,წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით თაკალანძე სასჯელს საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის. მან ე.წ აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 274 -ე („ჯაშუშობის“) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა აღიარა, წერს აფსნიპრესი. ე.წ განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია საკასაციო წესით ე.წ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიაში, განაჩენის სრული ტექსტის გამოცხადებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა თაკალანძის ადვოკატთან დაკავშირებას ცდილობს, მისი სამოქმედო გეგმის გასარკვევად. ქართული მხარე თაკალანძის "განაჩენს" ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. ქრისტინე თაკალანძეს დე ფაქტო პროკურატურა ბრალად სდებდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, შეგროვებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემას. ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე 25 ივლისს გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს დაკავებული ახალგაზრდა ქალი და მისთვის ჩხრეკისას ჩამორთმეული მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათები. ასევე, ქართულად დაწერილი ბარათი, რომელზეც მკაფიოდ იკითხება სიტყვები: „თუ წახვედი გალში ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე“ და წამლის სახელწოდება. ვიდეოში ჩანს კიდევ ერთი, ნაწილობრივ დამწვარი ფურცელი ქართულად, ხელით დაწერილი, არცთუ გამართული ტექსტით, რომელიც იწყება სიტყვებით: "თქვენ უნდა შეხვიდეთ ნდობაში..." საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ყველაფერს აკეთებენ ქრისტინეს გასათავისუფლებლად. 2023 წლის იანვრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 4 მოქალაქე: გალის რაიონში ე.წ. აფხაზეთის დროშის გამოსახულებიანი ბანერის დაწვის მცდელობისთვის დაკავებული ირაკლი ბებუა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქრისტინე თაკალანძე, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გალის მცხოვრები ა.თ. და ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუმხელია. ქრისტინე თაკალანძის ადვოკატი ავთანდილ ჭკადუა ეხო კავკაზასთან საუბარში აცხადებდა, რომ "ბრალდება უკანონოა". წყარო - რადიო თავისუფლება

9 მაისი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში - სამხედრო აღლუმით, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობით და მიტინგით აღნიშნეს „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 78-ე წლისთავი. ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რესის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში სამხედრო აღლუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ჰიტლერის გერმანია 1945 წელს განადგურდა, თუმცა 90-იან წლებში საქართველოში ხელისუფლება მიიტაცეს „ნაცისტებმა გამსახურდიას მეთაურობით“, ხოლო მოგვიანებით“ უკრაინაში „ბანდერას იდეურმა მემკვიდრეებმა“ გააჩაღეს „ტერორი და ომი“. გაგლოევის თქმით, ოსი მებრძოლები, რომელთა ბაბუებმა 1945 წელს ფაშიზმზე გაიმარჯვეს, დღეს რუს ძმებთან ერთად ნაციზმს უკრაინაში ებრძვიან. „რესის“ ინფორმაციის მიხედვით, ცხინვალში სამხედრო აღლუმში მონაწილეობდნენ „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. თავდაცვის სამინისტროს და შსს-ს და რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის წარმომადგენლები, 30 ერთეული სამხედრო ტექნიკით. ამავე სააგენტოს ცნობით, გაიმართა „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაც. სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ამ მსვლელობის მონაწილეებს თან ჰქონდათ არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში, არამედ უკრაინის დღევანდელ ომში დაღუპულთა ფოტოებიც. აფხაზური სააგენტოს, „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, 9 მაისი ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების და რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის წარმომადგენელთა „საზეიმო მსვლელობით“ აღნიშნეს სოხუმის სანაპიროზე. ჩატარდა "უკვდავი პოლკის" მსვლელობაც და მიტინგი, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამოქვეყნდა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მილოცვაც. ბჟანია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიმართავს, რომ მათ სიმამაცის მაგალითი მისცეს „1992-1993 წლების სამამულო ომის დროს აფხაზეთის ყველა დამცველსაც“. რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტები არ იყვნენ კრემლის მიერ მიწვეულ სტუმრებს შორის. დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე, პრეზიდენტ პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმს დაესწრნენ ბელორუსის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ-მინისტრი. წყარო - რადიო თავისუფლება  

ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო კრების ყოფილი დეპუტატი თურქეთის პარლამენტში აირჩიეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახალხო კრების ყოფილი დეპუტატი თალიხ ხვატიში (ოზჯანი) თურქეთის პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ასტამურ ლოგუამ განაცხადა. თალიჰ ხვატიში ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, დუზჯეში, ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ წარადგინა. პარტიამ, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ხელმძღვანელობს, საპარლამენტო არჩევნებში, ამ ოლქში ხმების 22,63% მოიპოვა და პარლამენტში ერთი დეპუტატის შეყვანა შეძლო, კიდევ ორი ​​ადგილი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის წარმომადგენლებს ერგო. ხვატიში 2007 წლიდან იყო ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წევრი სოხუმის No1 ოლქიდან.  

ადგურ არძინბას თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებზე, დე ფაქტო მთავრობის დუმილი გაუგებარია

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ოპოზიციური „სახალხო მოძრაობის“ ლიდერმა, ადგურ არძინბამ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა მოკავშირემ და სტრატეგიულმა პარტნიორმა, რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, გარდა ამისა, განახლდება პირდაპირი ფრენები და ჩვენი მხრიდან არანაირი რეაქცია არ ჩანს მაშინაც კი, როდესაც რუსულ ვებგვერდებზე წაშლილია აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“, - წერს ის ტელეგრამ არხზე. რატომ ითხოვს რუსეთის დუმის დეპუტატი, რომ „აზიმუტს“ ლიცენზია ჩამოერთვას ოპოზიციონერი მიუთითებს რუსეთის ფედერაციასა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკას შორის „ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების მე-3 მუხლზე, რომელიც „კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას“ ეხება. არძინბას აზრით, მოსკოვმა თბილისთან ურთიერთობისას, დე ფაქტო მთავრობასთან კოორდინაციით უნდა მოქმედებდეს. არძინბა აქვე აღნიშავს, რომ არავინ მოითხოვს, მოსკოვმა ჩინეთისა და კოლექტიური დასავლეთის მიმართ, თავისი პოლიტიკა „აფხაზეთს შეუთანხმოს“, თუმცა ამბობს: „როცა საქმე ეხება სახელმწიფოს, რომელთანაც აფხაზეთი ომშია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი აზრი აქ გასათვალისწინებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის ხელმძღვანელობის მდუმარე პოზიცია, გაუგებარია. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, რბილად რომ ვთქვათ, არ გაუმჯობესებულა - მხოლოდ ერთი სამიტი - მთავრობის მეთაურის მხოლოდ ერთი ვიზიტი მოსკოვში, სამთავრობათაშორისო კომიიის უკიდურესად დაბალი აქტივობა, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გეგმის ჩავარდნა და ა.შ. ასლან ბჟანიას კი, საერთოდ არ მიუღია მოწვევა მოსკოვში, 9 მაისს გამართულ გამარჯვების აღლუმზე“, - განაცხადა ადგურ არძინბამ. შეგახსენებთ, 16 მაისს, ავიაკომპანია „აზიმუტმა" ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო, რასაც მოჰყვა რუსეთის დუმის დეპუტატის უკმაყოფილება და მოთხოვნა, რომ „აზიმუტს“ ლიცენზია ჩამოერთვას. უკვე, 16 მაისის საღამოს კი, სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა საერთოდ ამოიღო. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების სამსახურის“ ხელმძღვანელს პოზიცია შეუცვალეს

რობერტ კიუტი, რომელიც ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა „მინისტრად“ დაინიშნა. ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას ვალტერ ბუტბას „შინაგან საქმეთა მინისტრის“ პოსტიდან გათავისუფლების შესახებ.  

რუსეთმა და მის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა, სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს

რუსეთმა და მის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას“ სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის შესახებ. ამის შესახებ სააგენტო "აფსნიპრესი" წერს. „დოკუმენტს“ ხელი მოეწერა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე. „საინვესტიციო „პროექტს“ აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ოპერირების მიზნით „რუსული იურიდიული პირი“ განახორციელებს. ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა, რუსული მხრიდან - ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა „ჩვენი ქვეყნისთვის“. მოვლენა, რომელსაც თითქმის 30 წელი ველოდით. ამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს „აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაზე“, - განაცხადა ოზგანმა. ოკუპირებული აფხაზეთის  დე ფაქტო ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით, სოხუმის აეროპორტის აღდგენას 2024 წლისთვის გეგმავს. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) ოკუპირებული სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ ცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და 2006 წლიდან, მის შესახებ დოკუმენტებიდან ინფორმაციაც ამოიღო. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

ოკუპირებულ აფხაზეთში "რეფერენდუმის" ჩატარება სურთ

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა და მოქალაქეთა ორგანიზაცია „აიაარა“, „მთავრობისა“ და „პრეზიდენტის“ მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ უნდობლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“ ცნობით, ორგანიზაციის წევრები „რეფერენდუმის" ჩასატარებლად საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მოთხოვნით „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ მიმართავენ. ოკუპირებული აფხაზეთის „კანონმდებლობით“, „რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს და რეფერენდუმზე გამოაქთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები“. „რეფერენდუმის“ ჩატარების ინიციატივის დაყენება მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ამ შემთხევვაში საინიციატივო ჯგუფი სულ ცოტა 25 ადამიანისგან უნდა შედგებოდეს, „რეფერენდუმის“ მოთხოვნით კი, სულ მცირე 10 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.  

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი თურქეთში იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თურქეთს ეწვია. ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ცნობით, ინალ არძინბას სტამბოლის აეროპორტში თურქეთში „აფხაზეთის წარმომადგენელი“ იბრაჰიმ ავიძბა დახვდა. არძინბა „წარმომადგენლობის“ ოფისში შეხვედრას დაესწრო „აფხაზეთის კულტურის ცენტრების ფედერაციის“ თავმჯდომარის, მურატ მაჰარიას მონაწილეობით. „შეხვედრისას არძინბამ ხაზი გაუსვა თურქეთში თანამემამულეებთან მუშაობის გაღრმავების მნიშვნელობას, რუსი კოლეგების ჩართულობით აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებას, ასევე საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურებას“. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, არძინბამ ანკარაში მორიგი შეხვედრა გამართა თურქეთში რუსეთის ელ ალექსეი იერხოვთან. აღსანიშნავია, რომ არძინბას უკრაინაში 2015 წლიდან ეძებენ. უკრაინის პროკურატურამ მას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მზადების საქმესა და სხვა დანაშაულებზე.  

მედიის ცნობით, უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ინალ არძინბას დაკავება სცადეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა „მინისტრ“ ინალ არძინბას უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე აკავებდნენ სტამბოლის აეროპორტში. ამის შესახებ Ekho Kavkaza ტელეგრამ არხ „Легитимный“ -ზე დაყრდნობით წერს. თუმცა Абхазия Центр-ი აღნიშნავს, რომ ხსენებული ინფორმაცია საეჭვოა და სავარაუდოდ, თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა MIT-მა აეროპორტში არძინბა გარკვეული დროით შეაყოვნა, შემდეგ კი, გადაადგილების ნებართვა მისცა.  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი, ინალ არძინბა 22 ივნისს თურქეთში ჩავიდა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციით, არძინბამ ხაზი გაუსვა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, რუსი კოლეგების ჩართულობით „აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებისა და საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურების მნიშვნელობას“. სტამბოლში ინალ არძინბა პრო-რუსული და ანტი-ამერიკული პოზიციის მქონე პარტია „სამშობლოს“ ლიდერს, დოგუ პერინჩეკს შეხვდა. პერინჩეკმა მხარი დაუჭირა თურქეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო სუვერენიტეტის აღიარებას. მან დაარწმუნა არძინბა, რომ ამ მიზანს უახლოეს მომავალში ერთობლივი ძალისხმევით მიაღწევენ და ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ კვიპროსთან დიალოგის ხელშეწყობის მნიშვნელობას. ამასთან, პერინჩეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თურქეთის მოქალაქეების 90% მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკას“. თავის მხრივ, არძინბამ აღნიშნა, რომ რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ (ასე უწოდებს რუსეთი მის მიერ უკრაინში წარმოებულ ომს) უკრაინაში არის „ნაბიჯი ახალი და უფრო სამართლიანი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებისკენ“. 27 ივნისს არძინბა თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩს ალექსეი იერხოვს შეხვდა. არძინბა უკრაინის მიერ ძებნილთა სიაშია. ვრცლად ამავე თემაზე გაეცაენით: ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი თურქეთში იმყოფება  

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მათი პანაშვიდი სამების ტაძარში მიმდინარეობს. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, საქართველოში 2 300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით შეიქმნა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავმჯდომარეობს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორის კომისიას. აპარატი ახდენს ნეშტების მოძიებასთან/ამოცნობასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინირებას, მათ შორის, ოჯახების დახმარებას ამოცნობილი ნეშტების დაკრძალვის ორგანიზებასა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა.

მედია: ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მოკლეს

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გუდაუთის რაიონში, ე.წ. კანონიერი ქურდი ტიმურ ახუბა, მეტსახელად „დინ რიდი“ მოკლეს. Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ ტელეგრამ არხი RESPUBLICA იტყობინება. ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. „საქმე“ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზეა აღძრული,“ - წერს მედია. ტიმურ ახუბა ადრეც იყო „ნასამართლევი ნარკოდანაშაულისთვის.“ 2020 წლის დეკემბერში ის „აფხაზეთში „სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვისთვის“ დააკავეს.“ ახუბის დაკავების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის მაისშიც გავრცელდა.  

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა ევროპარლამენტში: რუსეთმა მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება

აფხაზმა ბლოგერმა, ახალგაზრდული მოძრაობის, „ამრას“ წარმომადგენელმა დაურ ბუავამ ისაუბრა ევროპარლამენტში პანელზე „მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“. შეხვედრის მონაწილეებს ის აფხაზურ ენაზე მიესალმა, რის შემდეგაც „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის“ მოგვარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. ბლოგერი მიუღებლად მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში ქართველები და აფხაზები, რომლებიც „საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, საერთო ისტორიას ქმნიდნენ“, გაყოფილები არიან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. აღსანიშნავია, რომ ბუავა ბრიუსელში, თბილისში მდებარე სოხუმის უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. „30 წელია, ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირია ინფორმაციაა... ბავშვობიდან მათ ეუბნებოდნენ, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია. მე თვითონ აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, ორი წელია, თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ ვნახე, ბევრი რამ გავიგე. მესმის, რომ დღეს ქართული მხარე მართლაც უწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას. აფხაზური ენაც კი საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ქართული ენასთან გათანაბრებული. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა კარგად არ არის ინფორმირებული. მათ მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც უნდათ, იცოდნენ. ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც პრინციპში 30 წლის წინ, კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა. ეს იყო რუსეთი,“ - განაცხადა დაურ ბუავამ. შეგახსენებთ, რომ ბლოგერი თბილისში 2021 წელს გადავიდა საცხოვრებლად. 2022 წლის ზაფხულში, ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ოკუპირებულმა სოხუმმა განაცხადა, რომ მისი Tiktok-ის ვიდეოები აზიანებს „აფხაზეთის „სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და თავდაცვის შესაძლებლობებს.“ გასული წლის დეკემბერში დაურ ბუავამ გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.  

DRI: სადაო კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას ანიჭებს

ოკუპირეულ აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწის უცხოელებზე გაყიდვა ამ დრომდე აკრძალულია. DRI-ს თანახმად, რუსეთის მოქალაქეებისთვის იქ ქონების შეძენასთან დაკავშირებული აკრძალვები არაერთხელ გამხდარა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების გაღიზიანების საბაბი. „წლების განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ცდილობდნენ და წარმატებით ახერხებდნენ საკითხის განხილვის გადავადებას. თუმცა, რუსული მხარის მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ივლისის ცხელ დღეებში აფხაზეთის პარლამენტი „აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ ახალი კანონის მიღებაზე და ამოქმედებაზე მსჯელობს. საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი დე ფაქტო პრეზიდენტია. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასლან ბჟანია დე ფაქტო პარლამენტისგან კანონპროექტის მიღებას ივლისის თვეშივე მოითხოვს. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს „აპარტ-სასტუმროებში“ ბინების შეძენა აღარ ეკრძალებათ. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (ან მათი ოჯახის წევრი) აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ მოქმედებებში მონაწილეობდა. მართალია, ქონების საკუთრებაში ქონა ვერ გახდება ოკუპირებულ აფხაზეთში ბინადრობის უფლების ან მოქალაქეობის მიღების საფუძველი, თუმცა, აფხაზური საზოგადოების ძირითადი ნაწილი კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება. მათი აზრით, ახალი კანონმდებლობის მიზანი ოკუპირებული აფხაზეთის სტრატეგიული ქონების რუსების საკუთრებაში გადაცემა იქნება“, - წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, რომელიც სადავო კანონპროექტს მიმოიხილავს. „მაშინ, როდესაც აფხაზური ოპოზიცია კანონპროექტის წინააღმდეგ იმ მოტივით ილაშქრებს, თითქოსდა ის ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მიერ აფხაზეთში ქონების შეძენას, თუმცა, აშკარაა რომ აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კრიტიკულადაა განწყობილი რუსი „ინვესტორების“ მიმართ. აფხაზების ნაწილს მიაჩნია, რომ ხელისუფლება აფხაზეთის საკუთრებას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგავს. რუსული ინვესტიციების ჩადება გალის რეგიონშიც მოიაზრება ძველი სასტუმროების ადგილზე,“- წერს ორგანიზაცია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, გრძელვადიან პერსპექტივაში, აფხაზეთის ანექსიის მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს და მსგავსი ინიციატივების განხორციელება კონფლიქტის რეგულირებამდე დაუშვებელია. მაშინ, როდესაც აფხაზური ოპოზიცია კანონპროექტის წინააღმდეგ იმ მოტივით ილაშქრებს, თითქოსდა ის ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მიერ აფხაზეთში ქონების შეძენას, თუმცა, აშკარაა რომ აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კრიტიკულადაა განწყობილი რუსი „ინვესტორების“ მიმართ. აფხაზების ნაწილს მიაჩნია, რომ ხელისუფლება აფხაზეთის საკუთრებას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგავს. რუსული ინვესტიციების ჩადება გალის რეგიონშიც მოიაზრება ძველი სასტუმროების ადგილზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, გრძელვადიან პერსპექტივაში, აფხაზეთის ანექსიის მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს და მსგავსი ინიციატივების განხორციელება კონფლიქტის რეგულირებამდე დაუშვებელია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიცია ამ თემაზე ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ზურაბიშვილი: დროებით ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის უკანონო გადაცემა, საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე რეაქციას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს. „კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს! აფხაზეთი საქართველოა,“ - წერს პრეზიდენტი. ე.წ. პარლამენტმა ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ „შეთანხმების რატიფიცირება“ მოახდინა  

დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთი ფინანსურად ვეღარ დაგვეხმარება - ბჟანია

„რუსეთ ახლა ძალიან რთულ ომშია ჩართული, რომლის ერთი დღეც 500 მილიონი დოლარი ღირს, რომ არ ვისაუბროთ ასობით და ათასობით დაღუპულზე. დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაცია ვეღარ გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?“ - ხსენებული განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გააკეთა. ბჟანის თქმით, შეიძლება ისეც მოხდეს, ძალოვანმა სტრუქტურებმა ნორმალურად ვეღარ იფუნქციონირონ იქედან გამომდინარე, რომ ორი ათას რუბლზე მუშაობას ბევრი არ დათანხმდება.“ „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სამართალდამცავი სააგენტოების, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების ხელფასები რუსეთის მიერ არის დაფინანსებული. რუსეთ ახლა ძალიან რთულ ომშია  ჩართული, რომლის ერთი დღეც 500 მილიონი დოლარი ღირს, რომ არ ვისაუბროთ ასობით და ათასობით დაღუპულზე. დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაცია ვეღარ გაგვიწევს ფინანსურ დახმარებას. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?“ ბჟანიას თქმით, სასტუმროებისა და აპარტამენტების მშენებლობის შესახებ შესაბამისი კანონის დამტკიცება, მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის. „არავის ვაშინებ, მაგრამ თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ეკონომიკური დატვირთვაც უნდა გვქონდეს. ჩვენ განვითარების მთავარი ვექტორი ტურიზმია, ამიტომ სასტუმროების მშენებლობა კარგია, მაგრამ 30-40-ჯერ მეტი უნდა აშენდესმ,"- განაცხადა კუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

ბჟანია საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ოკუპირებულ აფხაზეთში იწვევს

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უმასპინძლოს Astoria Grande-ს. მან პირობა დადო, რომ „რუს ტურისტებს თბილად დახვდებიან.“ „რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო გემების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება,“ - განუცხადა ბჟანიამ TASS-ს, ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე კომენტირებისას. გემი Astoria Grande ბათუმში 31 ივლისს ერთ კვირაში მეორედ ჩავიდა. ლაინერი მარშრუტზე სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი მოძრაობდა. საქართველოში ლაინერის ჩასვლას პროტესტი მოჰყვა. ბათუმის პორტში სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.   „Astoria Grande-ის საკრუიზო ლაინერი ბათუმში რეისებს შეწყვეტს, რადგან მხოლოდ ორი რეისი იგეგმებოდა და ეს რეისები უკვე შესრულებულია,“ ამტკიცებს RBC-სთან საუბარში Miray Cruises-ის პრესსამსახური. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბათუმი ამოღებულია Astoria Grande-ის საკრუიზო ლაინერის მარშრუტებიდან.  

მედიის ცნობით, ოკუპირებული გალის მცხოვრების გაუჩინარებასთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს ოჩამჩირელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ახალგაზრდა გოგოს გაუჩინარებასთან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ ოკუპირებული აფხაზეთიდან აცნობა. წყაროს ცნობით, დაკავებულის დაკითხვა ოკუპირებულ სოხუმში მიმდინარეობს და ის ჯერჯერობით დუმილის უფლებას ინარჩუნებს. შვილის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობების საპასუხოდ, გაუჩინარებულის დედამ Facebook-ზე დაწერა, რომ „მისი შვილი ცოცხალია და ბიჭი, რომელმაც ის მოიტაცა, დაკავებულია." რას ეფუძნება ეს ინფორმაცია, დედას არ დაუკონკრეტებია. ოკუპირებული გალის მცხოვრები (ნ.ბ) 28 ივლისს გაუჩინარდა. მისმა დედამ 31 ივლისს სოციალური ქსელით დახმარება ითხოვა, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. სახალხო დამცველ ანას ქიშმარიასგან. ქიშმარია გაუჩინარებული გოგოს დედას პირველ აგვისტოს შეხვდა და განუცხადა რომ კავშირი აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან, რომლებიც ყველა ზომას მიმართავენ ახალგაზრდის მოსაძებნად.  

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პროკურატურამ“ დაადასტურა, რომ გალში დაკარგული ახალგაზრდა მოკლულია

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალიდან გაუჩინარებული ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ. მისი მკვლელობის ფაქტი დღეს, 3 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა „პროკურატურამ“ დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, ნათია ბახტაძის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულია ოჩამჩირის მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული აინარ წვიჟბა. გამოძიების თანახმად, 2023 წლის 28 ივლისს, წვიჟბამ ნათია ბახტაძე „ლექსუსის“ მარკის ავტომობილში მოკლა. მკვლელობის მოტივი დაკონკრეტებული არ არის. მედიის ცნობით, ოკუპირებული გალის მცხოვრების გაუჩინარებასთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პროკურატურის“ ცნობით, ეჭვმიტანილმა მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ გვამი გადააგდო მდინარე ენგურზე მდებარე ვარდნილჰესი 3-თან. „ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მოკლული ბახტაძის გვამის აღმოსაჩენად,“ - ნათქვამია დე ფაქტო პროკურატურის განცხადებაში. ეჭვმიტანილს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ოკუპირებულ აფხაზეთში, მკვლელობაში „მსჯავრდებული“ იზოლატორიდან გაიქცა

ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 13 აგვისტოს გაქცეული გურგენ კირაკოსიანის დასაკავებლად, სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს. Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Apsnypress იუწყება. დრანდის იზოლატორიდან გაქცეული გურგენ კირაკოსიანი მკვლელობისთვის 15-წლიან სასჯელს იხდიდა. საქმე ეხება თებერვალში ჩადენილ დანაშაულს. კირაკოსიანმა დანაშაული აღიარა. 2023 წლის თებერვალში მას ოკუპირებული სოხუმის რაიონულმა სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.  

ბჟანია: საქართველოსთან პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის, არ დავთმობთ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მას არ აქვს „პრეტენზია საქართველოს მიმართ“. ამავდროულად, ასლან ბჟანიამ განაცხადა: „ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, დავთმოს ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის.“ „რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონში მშვიდობით. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს მიმართ, ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს სხვისი გულისთვის, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ საკუთარის ვინმესთვის მიცემას," - განაცხადა ბჟანიამ. ასლან ბჟანია უკმაყოფილოა იმით, რომ NATO-ს სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე ყოველწლიურად ტარდება. ის აცხადებს, რომ „სარწმუნოდ იცის“, რომ ამ წვრთნების შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ნაწილში ამერიკული ტექნიკის ნაწილი „გროვდება“. „ეს ახლაც ხდება - გარკვეული სიხშირით, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოში ყოველწლიურად ტარდება ათამდე სამხედრო წვრთნა, ერთობლივი წვრთნები. და ზუსტად ვიცით, რომ ამ წვრთნების შედეგად, რომელიც ტარდება, ტექნიკის ნაწილი, თითქოს მწყობრიდან გამოსვლის საბაბით, რჩება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი გროვდება, ეს ვიცით. და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ. და ჩვენ ვგეგმავთ რეაგირებას," - აღნიშნავს ბჟანია. დე ფაქტო ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელორუსის "საკავშირო სახელმწიფოს „შეუერთდეს, თუმცა, მისი თქმით, ეს მხოლოდ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ შემთხვევაში მოხდება.  

ოკუპირებულ აფხაზეთში „საგზაო მილიციის უფროსი“ დაჭრეს

გაგრის რაიონის „საგზაო მილიციის უფროსი“ ჰაჯარატ ბგანბა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. ინციდენტი კვირას პიცუნდაში, კაფე ტერასის მახლობლად მოხდა, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო Apsnypress-ს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში. განყოფილებამ სოფელ ლძააში მცხოვრები მიხეილ ბარციცის წინააღმდეგ „სისხლის სამართლის საქმე აღძრა.“ მას „ორი მუხლით“ - სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.“ „მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად,“ - წერს მედია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული გაგრის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის სხვა დეტალები არ გავრცელებულა.  

ინალ არძინბამ „თანამდებობა“ დატოვა – მედია

ტელეგრამ-არხის D News Abkhazia-ს ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ „გადადგომის“ შესახებ განცხადება დაწერა. რადიო თავისუფლების თანახმად, მანამდე კტელეგრამ-არხმა „ლეგიტიმნი“ წერდა, რომ „კრემლში უკრაინის ყოფილი კურატორი ინალ არძინბა მოსკოვში ბრუნდება“, იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს „კოლექტიურ დასავლეთთან იდეოლოგიურ“ ბრძოლაში. მასალაში მითითებული იყო, რომ არძინბა იმუშავებს „რუსეთ-ბელარუსის“, „მოკავშირე სახელმწიფოს“ მიმართულებით. არძინბას გადადგომის შესახებ ცნობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელად 2021 წლის 17 ნოემბერს „დაინიშნა.“ ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია. განათლება მიღებული აქვს მოსკოვში, ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე 2007-2012 წლებში. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს. უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. კრემლში ის კურირებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა. 2017 წელს, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ინალ არძინბას მიენიჭა მე-3 კლასის სრული სახელმწიფო მრჩევლის წოდება. ცნობისთვის, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს და მოსკოვს მოუწოდებს, გაიყვანოს რუსული ძალები საქართველოდან.  

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის „უფროსი“ გადადგა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა „თანამდებობიდან“ მისი ადმინისტრაციის „უფროსის“, ჯანსუღ ნანბას გათავისუფლების ბრძანებას. რადიო თავისუფლების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია ნანბას სხვა სამსახურში გადასვლა. კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ინტერფაქსს“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა მარიანა კვიცინიამ განუცხადა, რომ ჯანსუღ ნანბამ თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადება საკუთარი სურვილით, 4 სექტემბერს დაწერა. ჯანსუღ ნანბა ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის ე.წ. უფროსად 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის დე ფაქტო ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.  

არძინბა: უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები, წინააღმდეგ შემთხვეაში გეოპოლიტიკის მიღმა აღმოვჩნდებით

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობებაზე გააკეთა კომენტარი. „დღეს, მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 2,5 მილიარდი დოლარია. რამდენი იქნება ხვალ, საჰაერო მიმოსვლის ამოქმედებისა და უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით? ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენზე და ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით გეოპოლიტიკის განაპირას“, - განაცხადა არძინბამ გულრიფშის რაიონის აქტივისტებთან შეხვედრაზე. არძინბას თქმით, რუსეთში არსებული ქართული დიასპორა აქტიურად მუშაობს რუსეთში საქართველოს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გასაძლიერებლად. „ჩვენ ამ კონკურენციაში არ უნდა დავმარცხდეთ, ამისთვის ეფექტურად, ჰარმონიულად და დინამურად მუშაობაა საჭირო. ჩვენ დაბალი კონკურენტუნარიანობის უფლება არ გვაქვს. მორიგ ჯერზე ვიმყოფებით ისტორიულ გზაჯვარედინზე. დღეს წყდება, ჩვენი სახელმწიფოს ხვალინდელი დღე,“ - განაცხადა არძინბამ. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „საკითხის განხილვასთან თანმდევმა საინფორმაციო გაშუქებამ“ ზიანი მიაყენა აფხაზურ-რუსულ დიალოგს. რუსეთი კი, მისი თქმით, „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვია“. „თუ რუსეთთან ურთიერთობა დავკარგეთ, დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას.“ არძინბას თქმით, აფხაზეთმა ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე უნდა იფიქროს. არძინბამ დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ამ საკითხისადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 2023 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვამ 848 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 51%-ით მეტია. რუსეთი საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია.  2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი. აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.

მედია: ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ბელორუსისგან „ეკონომიკურ აღიარებას" მიაღწიეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკამ გადაწყვიტა, „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი ვაჭრობა უზრუნველყოს. ბელორუსის მხრიდან ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს, რომ არძინბამ ლუკაშენკას „გადაწყვეტილება“ 14 სექტემბერს გააცნო ახალი ათონის, გუდაუთის, გაგრის და ბიჭვინთის „ადმინისტრაციების აქტივს“. „დე ფაქტოდ ჩვენთვის ეს ეკონომიკურ აღიარებას ნიშნავს“, - განაცხადა არძინბამ. გარდა ამისა, რადიო თავისუფლება წერს, რომ არძინას თქმით, იგეგმება „აფხაზეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების საქმიანი საბჭოს შექმნაც“. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს. რა ხდება ბელორუსის შემთხვევაში? ვრცელდება თუ არა მასზეც სანქციები იმ როლისთვის, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი ამ ომში ასრულებს? ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელარუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელარუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელარუსთან ვაჭრობის და ბელარუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა. 2023 წლის 3 აგვისტოს ევროკავშირმა შემოიღო დამატებითი შემზღუდავი ზომები, რის შედეგადაც ბელარუსზე დაკისრებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეესაბამება. ამაში შედის: იმ საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტის აკრძალვა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ავიაციასა და კოსმოსურ ინდუსტრიაში — მაგალითად, ესაა საავიაციო ძრავები და დრონები; ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილების თუ არსებითი კომპონენტებისა და ტყვია-წამლის ყიდვის, მომარაგების, ტრანსფერის ან ექსპორტის აკრძალვა; დამატებითი საექსპორტო შეზღუდვები იმ საქონელზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის იყენებს — მათ შორისაა ნახევარგამტარი მოწყობილობები, ელექტრონული ინტეგრალური სქემები, სამეწარმეო და სატესტო აღჭურვილობა, ფოტოკამერები და ოპტიკური ნაწილები; და ორმაგი გამოყენების საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტის აკრძალვის გახანგრძლივება. გარდა ამისა, ევროკავშირმა ბელარუსში დამატებითი სანქციები დაუწესა იმ 38 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, რომლებსაც წვლილი შეაქვთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ძალების რეპრესირებაში და რომლებიც სარგებელს იღებენ ლუკაშენკოს რეჟიმისგან და მხარს უჭერენ მას. ამჟამად ბელარუსში ევროკავშირის შემზღუდავი ზომები ჯამში 233 ფიზიკურ და 37 იურიდიულ პირზე ვრცელდება.  

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ ამნისტია გამოაცხადა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო დადგენილება „ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტიის შესახებ“. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. დოკუმენტი „პარლამენტის“ ე.წ. ვიცე-სპიკერმა ასტანურ არშბამ წარადგინა. დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდება ყველა, ვისაც 3 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. გათავისუფლდებიან 5 წლამდე ვადით პატიმრობამისჯილი ვეტერანები, მოხალისეები, ზურგში მებრძოლი ვეტერანები და ქართულ-აფხაზური ომის ინვალიდები; აფხაზეთის ტერიტორიაზე ბრძოლებში მონაწილე ვეტერანები და ინვალიდები; I და II ჯგუფების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; I და II ჯგუფების ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები; აივ ინფექციით ინფიცირებულები, აგრეთვე III ან IV კლინიკური ჯგუფების ონკოლოგიური დაავადებების მქონე პატიმრები; სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში პირველად მიცემული პირები და ქალები. სასჯელის ხანგრძლივობის მიუხედავად, პატიმრობიდან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებზე; არასრულწლოვანი შვილების დედები, ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილების დედები, ასევე ორსული ქალები; 55 წელზე მეტი ასაკის ქალები და 60 წელზე უფროსი ასაკის კაცები; არასრულწლოვანები; პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სსკ-ის 206-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (მასობრივი არეულობები). სასჯელისაგან თავისუფლდებიან პირობით მსჯავრდადებულები, რომლებისთვისაც დადგენილების ძალაში შესვლამდე სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეიცვალა სასჯელის უფრო მსუბუქი ფორმით; სასჯელგადავადებულები; თავისუფლების აღკვეთის გარდა, სხვა სახის სასჯელმისჯილები. ამნისტია არ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც ადრე შეეხოთ ამნისტია ან შეწყალების აქტები; პირებზე, რომლებსაც პატიმრობა მისჯილი აქვთ განზრახ ჩადენილ დანაშაულზე. ამასთან, დადგენილებაში ჩამოთვლილ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მუხლებზე. ამნისტიის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილება ორ თვეში უნდა შესრულდეს. ჯერჯერობით უცნობია, შეეხებათ თუ არა რაიმე სახით ამნისტიის აქტი უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს ორი მოქალაქე: ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ჯაშუშობის" ბრალდებით და ირაკლი ბებუა, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბჟანია: საქართველოს ხელმძღვანელები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატულები არიან

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები „პრაგმატულები“ არიან. რადიო თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ მან კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო "ტასთან" ინტერვიუში განაცხადა, ჟენევის დისკუსიების პერსპექტივის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. „თუ მხედველობაში არ მივიღებთ პრეზიდენტს, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. ამის იმედი მაქვს,“ - თქვა მან. ბჟანიას თქმით, აფხაზეთს ნორმალური, "კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან." „თუ ქართული სახელმწიფო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, მაშინ ჩვენ სამომავლოდ ასევე განვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს,“ - აღნიშნა ბჟანიამ.  

კახა კალაძე ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების გეგმაზე: შემაშფოთებელი და მძიმეა აღნიშნული გადაწყვეტილება

თბილისის მერი, კახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომლის თანახად, რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“, შემაშფოთებელს და მძიმეს უწოდებს.  კალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თანამედროვე მსოფლიოსგან აქვს სრული მხარდაჭერა. „არ გავცნობივარ განცხადებას თუმცა, თუ მართლა ასეა, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა. იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. მთავარი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თანამედროვე მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ.  

პრეზიდენტი: ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისთვის

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის." სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელია.  „რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არამხოლოდ საქართველოს, არამედ, მთელ რეგიონს. ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს. მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება,“ - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

რა დასკვნა აქვს ომის შემსწავლელ ამერიკულ ინსტიტუტს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშებს აქვეყნებს, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გეგმებზე წერს. 5 ოქტომბრის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ააშენებს მუდმივ საზღვაო ბაზას აფხაზეთში, მაგრამ ის, სავარაუდოდ, მცირე (მასშტაბის, რედ.) დარჩება. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზეთის „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთის ხელისუფლებასთან, რომელიც მუდმივი რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობას გულისხმობს ოკუპირებულ ოჩამჩირესთან, აფხაზეთში. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე,“ - წერს ISW. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპირებული ოჩამჩირის პორტს შეზღუდული ინფრასტრუქტურა აქვს, ქვიშიანი სანაპირო ზოლი „დიდწილად არახელსაყრელია სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის,“ თუმცა "რუსეთისთვის შესაძლებელია ინფრასტრუქტურის გაფართოება და ოჩამჩირის პორტის დამატებით ბაზად გამოყენება სამომავლოდ.“ ცნობისთვის, BBC-მ დღეს სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე 17 რუსული ხომალდი გადავიდა სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში. ოჩამჩირის პორტი ნოვოროსიისკიდან 500 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. შეგახსებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოხატეს და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებსი შესრულებისკენ მოუწოდეს. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, 6 ოქტომბერს ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს. „ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ. თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.   ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა

ესტონეთი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მძიმე დარღვევაა

ესტონეთი გმობს რუსეთის განზრახვას, შექმნას საზღვაო ბაზა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ეს არის 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მძიმე დარღვევა და შესაძლოა, რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. „ესტონეთი უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - ნათქვამია განცხადებაში. რა დასკვნა აქვს ომის შემსწავლელ ამერიკულ ინსტიტუტს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე შეგახსებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოხატეს და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებსი შესრულებისკენ მოუწოდეს. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, 6 ოქტომბერს ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს. „ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ. თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა  

სენატორი კარდინი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნის გეგმაზე: ჩვენ ყოველთვის უარვყოფთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას აფიქსირებს. „ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის აშენების შესახებ რუსეთის გეგმები საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა. ჩვენ ყოველთვის უარვყოფთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას და მზად ვართ, საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელ რეფორმებში,“ - წერს ბენ კარდინი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). შეგახსებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოხატეს და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებსი შესრულებისკენ მოუწოდეს. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს. „ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ. თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა

ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: უკანონოა, რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის

ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება რუსეთის განზრახვის შესახებ, შექმნას საზღვაო ბაზა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს. „ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ. თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელებულ განცხადებაში. ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება  

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ მზად არიან, განაახლონ მუშაობა IPRM-ის ფორმატში

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ მზად არიან განაახლონ მუშაობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში. როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, წინადადებების პაკეტს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს სოხუმში ვიზიტის დროს წარუდგენენ. „აფხაზურმა მხარემ მოამზადა წინადადებების კიდევ ერთი პაკეტი IPRM-ის ფორმატის განახლების მიზნით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ამჟამინდელი წინადადებები სათანადო გამოხმაურებას პოვებს საქართველოში და ჩვენ შევძლებთ ამ ფორმატში მუშაობას“, - აღნიშნა ტუჟბამ. მისი თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობენ ფორმატის გასაახლებლად. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატია - ჟენევის პროცესის ნაწილი, ე.წ უსაფრთხოების ლოკალური მექანიზმი. ჩვენ 2021 წელს ოფიციალური წინადადება წარვადგინეთ, რომელიც ქართველ კოლეგებს გაეროს წარმომადგენლების მეშვეობით მივაწოდეთ“, - განაცხადა ტუჟბამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. შეხვედრები გალში, რომლებშიც მონაწილეობენ აფხაზური მხარე, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო, 2018 წლიდან არ ჩატარებულა. შეერთებული შტატები „იმედოვნებს გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლებას.“  

სერგეი შამბას თქმით, აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია

ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია.  „ჩვენ (რუსეთთან - რედ.) ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა, ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი,“ - განაცხადა შამბამ. რუსული მედიის ცნობით, შამბა ამბობს, რომ რუსული ენის წყალობით, “აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეიცნო.“ „უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ ასევე აითვისა მრავალი ტრადიცია და ზოგიერთი კულტურული მომენტი. და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, უფრო დიდი გავლენა იქონია რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს მრავალი ეროვნების ჩამოყალიბებაზე. აფხაზეთი ყოველთვის იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის - მწერლების, მხატვრების და სხვა მრავალი ადამიანის ყურადღებას,“ - აღნიშნა შამბამ. შეგახსენებთ, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ჯარები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

ბჟანია: ვიმდოვნებ, საქართველოს ხელმძღვანელობა თავშეკავებას გამოიჩენს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელს შეუწყობს. მისი თქმით, ზელენსკი ასეთ განცხადებებს რეგულარულად აკეთებს და „დასავლეთი მათზე ან დუნედ, ან საერთოდ არ რეაგირებს, რადგან ისინი აფხაზეთთან მიმართებით მსგავს შეხედულებებს იზიარებენ.“ „ეს განცხადება იმას მოწმობს, რომ ზელენსკის და მის უკან მყოფ ძალებს კავკასიის რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის დაწყება სურთ. უკრაინა ცდილობს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფიის გაფართოებას და რუსეთის გარშემო არასტაბილურობის დამატებითი სარტყლის შექმნას... იმედი მაქვს, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა თავშეკავებას და პრაგმატიზმს გამოიჩენს. არ მგონია, რომ ომი დღეს მათთვის მომგებიანი იყოს,“ - განაცხადა ბჟანიამ. „ინტერფაქსის" ცნობით, მანვე აღნიშნა, რომ „აფხაზეთის ხელისუფლება“ მუდმივად აძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებს და მოქმედებს „მოკავშირეებთან ერთიანი ფრონტით“.  

ბჟანია: იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულობას გამოიჩენს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა. ბჟანიას თქმით, უკრაინას სურს, რუსეთისთვის "დესტაბილიზაციის სარტყლის" შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის გაღვივებას. „ზელენსკისა და მის უკან მდგარ ძალებს ცხადია, სურთ კავკასიაში სამხედრო სიტუაციის პროვოცირება და ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება. უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, გაზარდოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას “დესტაბილიზაციის სარტყელი” რუსეთის ფედერაციის გარშემო. თუმცა, მათ არ აღელვებს ის, რომ ომის შედეგად შეიძლება მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპონ,“ - განაცხადა ბჯანიამ. ბჟანიას იმედი აქვს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გამოიჩენს თავშეკავებას და პრაგმატულობას, რადგან არ ჰგონია, რომ მათთვის ახლა ომი იყოს სარგებლის მომტანი. „აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იქნება უზრუნველყოფილი როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების, ასევე ჩვენი მოკავშირეების მიერ," ამბობს რუსეთის მარიონეტი ბჟანია. შეგახსენებთ, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

დე-ფაქტო “მთავრობამ“ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხზე, რუსულ კომპანიასთან „შეთანხმება“ გააფორმა

27 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას მონაწილეობით, ხელი მოეწერა ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის “შეთანხმებას.“ რადიო თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახური ავრცელებს. “ხელშეკრულებას“ ხელი მოაწერეს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო “მთავრობამ“ და რუსულმა სააქციო საზოგადოება „ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ“, რომლის ხელმძღვანელი და მფლობელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილი, რაშიდ ნურგალიევია. საინფორმაციო სააგენტო “აფსნისპრესის“ ინფორმაციით, შეთანხმების შესრულების ფარგლებში იგეგმება აეროდრომის ოპერატიული ვარგისიანობის აღდგენა. “ინვესტორი აღადგენს 3100 მეტრის სიგრძის და 45 მეტრის სიგანის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს, რაც ობიექტს საშუალებას მისცემს, მიიღოს „რუსული და უცხოური წარმოების თანამედროვე თვითმფრინავები." ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოეწყობა თვითმფრინავების შესვლის ე.წ. ინსტრუმენტული მიახლოების აღჭურვილობაა და ასევე ICAO-ს პირველი კატეგორიის ფრენის განათების სისტემა. ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სამანქანო გზას და სხვა. შპს "ინფრასტრუქტურის განვითარების" მფლობელმა რაშიდ ნურგალიევმა მადლობა გადაუხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობას მათ მიერ შემოთავაზებული მოდერნიზაციის პროექტის არჩევისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ პარალელურად განხორციელდება ახალი უნიკალური აეროპორტის კომპლექსის მშენებლობა და გამოთქვა რწმენა, რომ განახლებული სოხუმის აეროპორტს სათანადოდ დააფასებენ ტურისტები და რესპუბლიკის მცხოვრებლები. ინფორმაციისთვის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ აღიარებს. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და 2006 წლიდან თავისი დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია სოხუმის აეროპორტის შესახებ. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

მედია: რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსებას უმცირებს

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ დაფინანსებას ამცირებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა წერს. „რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის“ გადაწყვეტილებით, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3.6 მილიარდი რუბლი იქნება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიასთან გამართული თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება „სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგების საფუძველზე,“ - მიიღეს ნათქვამია, დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში. ადრე რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი 2023-2025 წლებში 4.05 მილიარდი რუბლი იყო. შესაბამისად, დაფინანსება 450 მილიონი რუბლით (4.8 მილიონი აშშ დოლარი) მცირდება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 824,4 მილიონი რუბლია ათვისებული, 2023 წლის ლიმიტის ნაშთი კი 390.6 მილიონი რუბლია. ასლან ბჟანია: აფხაზეთისთვის რუსული ფულადი დახმარება მცირდება სხდომის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციის “ინვესტიციის“ მოცულობა 11 მილიარდ რუბლს შეადგენს.  დე-ფაქტო “მთავრობამ“ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხზე, რუსულ კომპანიასთან „შეთანხმება“ გააფორმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ ცნობს.  ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო.  

ოკუპირებული აფხაზეთი პალესტინასთან "დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს" განიხილავს

რუსეთის მიერ ოკურებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იმედი აქვს. რადიო თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ დე ფაქტო უწყებასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, ამ საკითხზე რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთის ფედერაციაში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიალოგი მიმდინარეობს. „მინისტრმა აღნიშნა, რომ დიალოგი, მათ შორის, ეხება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს,“ - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეხვედრის მონაწილეებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. არძინბას თქმით, შეიქმნება ორმხრივი „აფხაზეთ- არაბეთის გაერთიანებული საამიროების“ ბიზნესსაბჭო.  

ოკუპირებულ აფხაზეთში "დივერსიული ჯგუფის“ “ძებნა“ ვერტმფრენით განაგრძეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ამტკიცებენ, რომ "დივერსიული ჯგუფის" ძებნა გრძელდება. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „Апсны.Иахьа“ ავრცელებს. პროპაგანდისტული ცნობები 8 ნოემბრის საღამოდან ვრცელდება. „გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთაში დივერსიული ჯგუფის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უშიშროების ძალების წარმომადგენლები წავიდნენ სოფელში ინფორმაციის გადასამოწმებლად,“ - განაცხადა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შს მინისტრმა რობერტ კიუტმა. ამასთან, ამტკიცებენ, რომ „უშიშროების ძალები“ მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ სამძებრო სამუშაოებს და ამოწმებდნენ ტერიტორიას. სამუშაოებში ჩართული იყო ქვეითი დანაყოფები და ავიაცია. რობერტ კიუტის თქმით, „არსებული ნიშნებით, დივერსიული ჯგუფის კვალი არ აღმოჩენილა, ძებნა გრძელდება.“ ოკუპირებული აფხაზეთის „შინაგან საქმეთა მინისტრის“ გარდა, ადგილზე არიან „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი“ დიმიტრი დბარი, „თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე" ბესლან ცვიჟბა, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე" თემურ აჰიბა, „პარლამენტის თავმჯდომარე" ლაშა აშუბა, „პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე" თემურ შერგელია. „საქართველოდან დივერსიული ჯგუფის შესვლის შესახებ“ თავდაპირველად კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის „ტელეგრამ“-არხმა Соловьев LIVE-მა დაწერა. როგორც ის აღნიშნავდა, ჯგუფის შესვლის მიზანი „სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობა" იყო. მოგვიანებით, Соловьев LIVE-მა ცნობა წაშალა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, „აფხაზეთის ძალოვანი უწყებები მთებში ეძებენ რამდენიმე შეიარაღებულ ადამიანს". მონადირეებისგან მიღებული მონაცემებით, „მათ უცხოური იარაღი აქვთ, აცვიათ შავი ფორმა, უკეთიათ ნიღბები და კარგად არიან ეკიპირებული“. პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ბჟანია 7 ნოემბერს "სამუშაო ვიზიტით" გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, სადაც შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობაში.  

სემეკის თავმჯდომარე: ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს, წესით, არ დავეხმარებით

ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელნი, რომ გადაიხადონ ენერგიის საფასური - წესით, არ დავეხმარებით, - ასე უპასუხა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასურის გადახდას სთხოვს რუსეთი და იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის საფასურს ვერ გადაიხდის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გადაიხდის თუ არა ამ თანხას. ნარმანიას განმარტებით, ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის გარკვეული რაოდენობა მიეწოდება. „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთი ენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, რომ გადაიხადონ ენერგიის საფასური. ერთადერთი ვალდებულება, რაც 1990-იანი წლებიდან მოდის ეს არის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-60-ზე პროპორციით გაყოფა, რაც ხორციელდება, სხვა რაიმე ვალდებულება ქართულ მხარეს ამ ნაწილში არ აქვს,” - განაცხადა დავით ნარმანიამ. მან ასევე უპასუხა დამაზუსტებელ შეკითხვას, თუ ვერ გადაიხდის ოკუპირებული აფხაზეთი თანხას და უშუქოდ დარჩება, დავეხმარებით, თუ არა მათ. „არანაირი ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. წესით, არა [არ დავეხმარებით],” - განაცხადა დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის ე.წ. მინისტრმა კრისტინა ოზგანმა ე.წ. პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი აღარ აპირებს, უსასყიდლოდ მიაწოდოს სოხუმს ელექტროენერგია, რომლის იმპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში. ოზგანის თქმით, დენის მისაღებად საჭირო იქნება ბიუჯეტიდან 900 მლნ რუბლის (დაახლოებით 10 მლნ დოლარის) გამოყოფა, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის ფინანსური შესაძლებლობიდან და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის დაბალი კულტურიდან გამომდინარე, იოლი ამოცანა არ იქნება.  

აფხაზეთის ომში დაკარგული და იდენტიფიცირებული 20 პირი დაკრძალეს

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა ხსოვნას დღეს, სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებმა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა. „ხუთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს მოხდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 265,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

არძინბა: ჩვენი კარი დაიხურება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ

16 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ შეხვედრა გამართა ოკუპირებულ სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან. „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მედიაცენტრის ცნობით, "შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები და საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციასთან ახალი მიდგომები, რაც მალე აისახება ოფიციალურ დოკუმენტში - აფხაზეთის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბრძანებულებაში.“ არძინბამ აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე. მისი თქმით, ეს აღიქმება, როგორც გაუმჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა. „მათთვის, ვისაც აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების დანგრევა სურს და აფხაზეთის რესპუბლიკას „ოკუპირებულ ტერიტორიად“ განიხილავს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება,“ - განაცხადა არძინბამ. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას“, ასევე, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“. არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოები “აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმაციას აწვდიან მათ მიერ განხორციელებული პროექტების რეალურ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით, რაც დასტურდება „პროექტების პრაქტიკული განხორციელებითა და პუბლიკაციებით აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ ვეგვერდზებზე.“ ცნობისთვის, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან.

ოკუპირებულ აფხაზეთში აგარაკ „ახალი ათონის“ შესაძლო გაყიდვის შესახებ ცნობას პროტესტი მოჰყვა

ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა გავრელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს, კერძო ინვესტორს მიჰყიდოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკი „ახალი ათონი“. როგორც რადიო თავისუფლების პროექტი „ეხო კავკაზა“ წერს, 21 ნოემბერს, საღამოს, ქალაქ ახალი ათონის მცხოვრებთა ჯგუფმა ღობე გაარღვია და აგარაკის ტერიტორიაზე შეიჭრა. აგარაკი „ახალი ათონი“ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს დაქვემდებარებაშია. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აგარაკის ტერიტორიაზე შეჭრის გამომწვევ ცნობებს ჭორი უწოდა და განაცხადა, რომ „ახალი ათონის“ გაყიდვა არ იგეგმება. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ცრუ ინფორმაციის ავტორთა მიზანი იყო „პროვოკაციული პოლიტიკური აქციის განხორციელება“. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა სახელმწიფო აგარაკის დაცვა გააძლიერეს. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი, დაცვის სამსახურის უფროსი დიმიტრი დბარი და ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუმბა. ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებასაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. შესაბამისი შეთანხმება 2022 წლის იანვარში, მოსკოვში გაფორმდა.    

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე განცხადების გამო, ფაშინიანს გაგლოევის შემდეგ, ბჟანიაც აკრიტიკებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეიდენტი ასლან ბჟანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე განცხადების გამო, ფაშინიანს აკრიტიკებს. მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკის დღევანდელი ხელმძღვანელობა, დასავლეთის გავლენით, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის მიერ არჩეულ გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარების უფლების შესახებ. „თავის ბოლო განცხადებაში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცალსახად დაუჭირა მხარი „საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას“, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ფაქტს. ამასთან დაკავშირებით, საჭიროდ მიგვაჩნია, შევახსენოთ პრემიერ ფაშინიანს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა პატივს სცემს მთელ სომეხ ხალხს, რომლის ნაწილმაც საკუთარი წვლილი შეიტანა აფხაზეთში წარსულში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების მიმდინარეობისას. დღეს სომხური თემი აფხაზეთში წარმოდგენილია ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ სტრუქტურებში, სომხური ენა და კულტურა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილია, თავისუფლად ფუნქციონირებს სომხური ეკლესიის სტრუქტურები. აფხაზეთში სომხებს აქვს ყველაფერი ის, რისი გარანტიებიც ვერ მისცა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის სომხებს, რომლებიც მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოებრიობის ნგრევისა და სამშობლოს მასობრივად დატოვების ტრაგედიის პირისპირ აღმოჩდნენ. მოვუწოდებთ სომხეთის ხელისუფლებას, უარი თქვას ინდოქტრინირებული რიტორიკისგან და საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას ფაქტიური მდგომარეობა გაითვალისწინოს,” ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში. ფაშინიანი: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს უფრო ადრე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უღალატა თავის ხალხს და სამხრეთ ოსეთის ხალხს მისი აზრი არ აინტერესებს.  

პაველ ჰერჩინსკი: აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის გეგმა უკანონო და მიუღებელია

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის პროექტი სრულიად უკანონო და მიუღებელია. ელჩმა აღნიშნა, რომ პასუხი იმაზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. „ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. პასუხი იმაზე, თუ რაც ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის გეგმა სრულიად უკანონო და მიუღებელია,“- აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. სტოლტენბერგი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც უკრაინის მიღწევებზე მიუთითებს ვაშინგტონი აფიქსირებს, რომ სურს, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, როგორც ახლო სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, რადგან აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში. რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მნიშვნელოვანი კომპონენტია შავი ზღვა. საგულისხმოა, რომ გაცხადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნის გეგმაც. რუსეთის ქმედებების ფონზე, როგორ ხედავს აშშ რეგიონში ზოგადად და მთლიანად ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას, ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. „რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი Europetime-თან ინტერვიუში და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ქმედება იქნება კიდევ ერთი აშკარა დარღვევა იმ ვალდებულებისა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და რაც გულისხმობს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას. ამდენად, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ „რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში.“

აშშ: რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია, გვსურს, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, როგორც ახლო ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონში

შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, აშშ-სთვის ღრმად შემაშფოთებელია. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში. ვაშინგტონი შავი ზღვის კრიტიკულ მნიშვნელობაზე საუბრობს, რეგიონში მოკავშირეებსა და პარტნიორებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს, საქართველო მთავრობასთან კი, როგორც ახლო ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, თანამშრომლობისთვის მზადყოფნას ადასტურებს, რადგან აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს ქმედუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებაში, ნებისმიერი სახის აგრესიის შესაკავებლად და მისგან თავის დასაცავად, მათ შორის, შავ ზღვაში. „ჩვენ ვხედავთ რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ; საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ყველაფერი ნამდვილად მეტყველებს შავი ზღვის რეგიონის კრიტიკულ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობის წახალისებას, შავი ზღვის ფართო რეგიონში რუსეთის მიმდინარე აგრესიის შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ეს თანამშრომლობა მოიცავს შემდგომ ძალისხმევას ინფორმაციის გაზიარების გაზრდის მიზნით, საერთო ცნობიერების ამაღლებას საზღვაო სფეროსა და მის მიღმა. ამდენად, ჩვენ გვსურს, რომ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, როგორც ახლო ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, რადგან ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ საქართველოს ქმედუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებაში, ნებისმიერი სახის აგრესიის შესაკავებლად და მისგან თავის დასაცავად, მათ შორის, შავ ზღვაში. შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია. ასეთი ქმედება იქნება კიდევ ერთი აშკარა დარღვევა იმ ვალდებულებისა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და რაც გულისხმობს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას. რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში,“ - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინისანმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას,  რუსეთის ქმედებების ფონზე, როგორ ხედავს აშშ რეგიონში ზოგადად და მთლიანად ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას. სტოლტენბერგი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც უკრაინის მიღწევებზე მიუთითებს ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. რუსეთის გეგმა მკაცრად დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: უკანონოა, რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

ეუთოს 30-ე მინისტერიალის ფარგლებში, პირველ დეკემბერს ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (აშშ, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. საგარეო უწყების ცნობით, განცხადება კვლავ ადასტურებს მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მეგობართა ჯგუფი გმობს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის გამო. ჯგუფი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.  მეგობართა ჯგუფი შეშფოთებას გამოთქვამს განცხადებების გამო, რომლებიც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ოჩამჩირის რაიონში, რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას, რაც ადგილზე და შავი ზღვის რეგიონში არსებული ისედაც მძიმე სიტუაციის დესტაბილიზაციის კიდევ ერთ მცდელობას წარმოადგენს. მეგობართა ჯგუფის განცხადებაში ასევე დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული გარემო და ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები. განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ მშვიდობიანი სამოქალაქო პირის, საქართველოს მოქალაქის - თამაზ გინტურის მკვლელობის გამო.  მეგობართა ჯგუფი მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID), როგორც რუსეთის ფედერაციასთან არსებული ერთადერთი ფორმატის, ეფექტიან ფუნქციონირებას, რომლის ფარგლებშიც განიხილება 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და ხაზს უსვამს პროგრესის მიღწევის საჭიროებას მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე.  მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს ეუთოს ჩართულობისკენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. აშშ: რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია, გვსურს, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, როგორც ახლო ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონში სტოლტენბერგი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც უკრაინის მიღწევებზე მიუთითებს  

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 პირი სამხედრო პატივით დაკრძალეს

უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 17 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. „დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ აფხაზეთში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 23 პირის, 21 სამხედრო მოსამსახურისა და 2 მშვიდობიანი მოქალაქის, ხსოვნას. 2023 წელი ნამდვილად უპრეცედენტოა და გამორჩეული. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უდიდესი მხარდაჭერით, ქართულ-აფხაზური ჰუმანიტარული მექანიზმის მუშაობით და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, წელს ჩვენ მოვახერხეთ ჯამში 58 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა, რისთვისაც მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის,“ განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 288.  

ბჟანია: დასავლეთს სურს, აფხაზეთის დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ, თბილისში

ე.წ. პრეზიდენტის, ასალან ბჟანიას აზრით, „აფხაზეთი დღევანდელი გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მტკივნეული წერტილია.“ ის ამტკიცებს, რომ „დასავლეთს, რომელსაც წარმოადგენს შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები, არ სურს აფხაზეთის დანახვა მსოფლიოს ნაწილად.“ „მათ უნდათ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და სისტემატურად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელოობა, ასევე დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთში განვითარება არ მოხდეს," - განცხადა ბჟანიამ. ბჟანიასვე მტკიცებით, „აფხაზეთმა, რომელმაც გადაწყვიტა თავისი კურსი და მოკავშირეები, უნდა ეცადოს გახდეს მსოფლიოს განსხვავებული არქიტექტურის, უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი, რომელიც აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენიტეტის აღიარებაზე და მოკავშირეებთან ინტეგრაციაზე.“   ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ 11 დეკემბერს ე.წ. პრეზიდენტმა და ე.წ. პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს "აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები".

ოკუპირებული აფხაზეთის „ომბუდსმენი“ კარბაიას საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ძალოვან უწყებებს მიმართავს

ოკუპირებული აფხაზეთის „სახალხო დამცველმა“ ანას ქიშმარიამ გალის მკვიდრის, თემურ (ვიტალი) კარბაიას საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქიშმარიამ მიმართა „გენერალურ პროკურორს“, „შინაგან საქმეთა მინისტრს“, „გალის რაიონის პროკურორს“ და „რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსს“ „მოთხოვნით, უმოკლეს ვადაში შეამოწმონ გავრცელებული ინფორმაცია და შედეგები წარუდგინონ ომბუდსმენის აპარატს.” „სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს დაკავებულების მიმართ არაპროპორციული ფიზიკური ზეწოლისა და ძალადობის გამოყენების დაუშვებლობაზე და ასევე მოუწოდებს სამართალდამცავებს, პატივი სცენ აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები თემურ (ვიტალი) კარბაიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 44 წლის კაცი ე.წ. სამართალდამცველებმა სასტიკად სცემეს და მიყენებული ტრავმებით ის კლინიკაში გარდაიცვალა. ოკუპირებული აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ცნობით, 6 დეკემბერს კარბაია გალის ბაზრობასთან დააკავეს, რის შემდეგაც ის „მოიქცა ძალადობრივად და ცდილობდა თავის დაჭრას“. განყოფილებაში აცხადებენ, რომ ის "სამედიცინო ჩარევისთვის" რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და "პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ" 7 დეკემბერს, დილით, გაათავისუფლეს. კომენტარში ნათქვამია, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც „გაუარესებული ჯანმრთელობის გამო“ ერთი დღით ადრე გადაიყვანეს გალის საავადმყოფოდან. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სააგენტო "აიაშარისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს "გალის რაიონის შსს-ს განყოფილებში შევიდა სატელეფონო შეტყობინება", რომ „გალის ბაზარში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვინმე მოქალაქე ავიწროებდა მოქალაქეებს და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ოპერატიულმა ჯგუფმა 30.08.1979 წელს დაბადებული, ტყვარჩელის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები ვიტალი ივანეს ძე კარბაია 16:30 საათზე მილიციის სამმართველოს მორიგე განყოფილებაში გადაიყვანა.“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, კარბაიამ „გააგრძელა უცენზურო გამონათქვამები მილიციის თანამშრომლების მისამართით, მითითებებზე არ რეაგირებდა, პირადობის შემოწმებისა და განყოფილებში მიყვანის შესახებ ჩანაწერის შემდეგ, კარბაია ვ.ი. მოათავსეს გალის რაიონში შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის შლეგივით იქცეოდა და ცდილობდა თავის დაზიანებას, რასთან დაკავშირებითაც მოხდა მისი ტრანსპორტირება რაიონულ საავადმყოფოში მედიკამენტოზური ჩარევისთვის“. მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, დილის 08:50 საათზე, „პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ კარბაია ვ.ი. გაშვებულ იქნა,“ - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს განცხადებაში. „შემდგომში არსებული ინფორმაციით, მოქალაქე კარბაია ვ.ი. 2023 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა ქალაქ სოხუმის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში, სადაც წინა დღეს მიიყვანეს გალის სამედიცინო დაწესებულებიდან. გალის სამედიცინო დაწესებულებას კარბაიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმართა", - ნათქვამია ე.წ. შსს-ს ინფორმაციაში, რომლის თანახმად, კარბაიას "გარდაცვალების ფაქტს შესაბამისი სამსახურები იძიებენ.“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელსაც რადიო თავისუფლება ციტირებს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. მოითხოვს თუ არა ქართული მხარე ცხედრის ექსპერტიზას, ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა". საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, "საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა, არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის პროცესი.“  

ილია დარჩიაშვილი: ნებისმიერი ქმედება, რომელიც ოკუპაციის მიღმა ხდება, არის ჩვენი კონტროლის გარეთ

„ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ, აქ, სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს,“ - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეკითხვას ხავიერ კოლომინას ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მთავარი ბერკეტი საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობაა. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და რაც ხდება ოკუპაციის ხაზს მიღმა, ეს არის პასუხისმგებლობა იმ ძალის, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ადგილზე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა ეს არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ, აქ სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ის, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენ მეგობრებთან აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, გვქონდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა. თქვენ თუ გადაავლებთ თვალს მთელი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მობილიზებას, ეს არის ის შედეგი, რომელიც ჩვენი აქტიური მუშაობით, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებით, ამ მიმართულებაში ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.  

ოკუპირებულ სოხუმში ბიჭვინთის აგარაკის გასხვისების მოწინაღმდეგეები იკრიბებიან

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკითხის განხილვა 28 დეკემბრის ნაცვლად 27 დეკემბრის გადაწყდა. რადიო თავისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხალხს ე.წ.პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვისკენ მოუწოდეს. მისივე თანახმად, ადგილობრივი ტელეგრამარხები წერენ, რომ ოპოზიციონერები, სავარაუდოდ, „პარლამენტის“ სხდომის ჩაშლას აპირებენ. „არსად არ წავალთ, ვიდრე საკითხი ხალხის სასარგებოლდ არ გადაწყდება,“ - განუცხადა ადგილობრივი ჟურნალისტებს ომის ვეტერანმა ლეუან მიკაამ. ე.წ. პარლამენტთან და “სამთავრობო შენობების“ კომპლექსის გარშემო გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, ადგილზე იმყოფება დე ფაქტო ე.წ შს მინისტი რობერტ კიუტი. მედიაში ვრცელდება ე.წ. გენერალური პროკურორის ადგურ აგრბას მიმართვა, ის ხალხს „არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.“ „სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საფრთხის, რესპუბლიკაში სოციალური მდგომარეობის დესტაბილიზაციის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები, თავიანთი უფლებამოსილების შესაბამისად, ვალდებულნი არიან გამოიყენონ ზომების მთელი სპექტრი, რომელიც მიმართულია ასეთი ზიანის თავიდან აცილებლად, მათ შორის მასობრივი არეულობის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ჩათვლით,“ - განაცხადა აგრბამ. მისი თქმით, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ ვიდეოსათვათვალო მთელი საათის განმავლობაში მიმდინარეობს.2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული „ობიექტი“ ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს. მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ. რუსეთისთვის ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხზე კომენტარი გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ. მისი თქმით, საკითხის განხილვასთან თანმდევმა საინფორმაციო გაშუქებამ "ზიანი მიაყენა აფხაზურ-რუსულ დიალოგს. რუსეთი კი, მისი თქმით, „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვია“. „თუ რუსეთთან ურთიერთობა დავკარგეთ, დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას,“ - აღნიშნა არძინბამ რადიო თავისუფლების ცნობით.  

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა გამთენიისას მოახდინა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა. ამის შესახებ დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ლაშა აშუბამ აცნობა „პარლამენტის“ შენობასთან 26 დეკემბრის საღამოდან შეკრებილ ხალხს, რომელიც შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებოდა. ე.წ. პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ. ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას 28 ე.წ დეპუტატიდან 26-მა დაუჭირა მხარი.  

სამხარაძე ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს. „ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას. ეს შეიცვლება მას შემდეგ, რაც საქართველო აფხაზეთზე იურისდიქციას აღადგენს,“ – წერს ნიკოლოზ სამხარაძე. ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ხელი მოაწერა  

ვოლსკი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: ეს ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იმ „შეთანხმების“ რატიფიცირება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპანტ ძალასთან ჰქონდა, თავად აფხაზეთის საზოგადოებაში ძალიან სერიოზული განხილვის საგანია, ამას უკვე განხილვა არ ჰქვია, ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მოვლენებს აკვირდება და განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება. „ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით და ამ თემაზე განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება,“ – განაცხადა ვოლსკიმ. სამხარაძე ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას  

პრეზიდენტი: მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას

საქართველოს პრეზიდენტი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას „ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილი „რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას“ გმობს. „მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ,“ - აცხადებს პრეზიდენტი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის „შეთანხმების “რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. კანონს ხელი მოაწერა. საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი  

ომბუდსმენი: რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების გამო, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა. ლევან იოსელიანის შეფასებით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. „შემაშფოთებელია დღეს, 2023 წლის 27 დეკემბერს გამთენიისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც ეს განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში. საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ზემოაღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი გამოვლენაა იმ არაერთი და მასშტაბური, ეროვნული კანონმდებლობის, და მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო პრაქტიკისა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება და რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მუდმივად დღის წესრიგში მდგარი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის ფონზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების კიდევ ერთი მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა,“ - აღნიშნავს სახალხო დამცველი.  

საფრანგეთის საგარეო უწყება: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის უკანონო და ბათილი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO: საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია „საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ სასტუმრო კომპლექსის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ რუსეთთან შეთანხმების ე.წ. რატიფიცირება მოახდინა. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა, აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონიდან რუსეთის ფედერაციისთვის მიწის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო და ბათილი,“ - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში. საფრანგეთის ელჩი: აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა იურიდიული ძალის არმქონეა საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას  

საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი

„აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყებაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,“ – აცხადებენ უწყებაში. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა  

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნები“ ჩაატარა

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე „ანტიტერორისტული წვრთნები“ ჩაატარეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სწავლება ჩატარდა „პირობითი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეტევის მოსაგერიებლად“. ამავე ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს უნდა აღეკვეთათ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პირობითი მოწინააღმდეგის შეღწევის მცდელობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირადმა შემადგენლობამ შეთანხმებულად იმოქმედა „ტერორისტული ჯგუფის ბლოკირების“ და „საგანგებო ვითარებაში გადაწყვეტილებების მიღების“ მიზნით. საქართველოს თავის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები უკანონოდ აქვს გამოცხადებული. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან.  

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი: უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა ყველა რუსული სამხედრო გემი

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი ოლექსი ნეიჟპაპა კანონიერ სამიზნედ მიიჩნევს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ რუსულ სამხედრო გემებს. ამის შესახებ ვიცე-ადმირალმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. რისთვის არის საჭირო ახალი საზღვაო ბაზა, რომელსაც რუსეთი აფხაზეთში აშენებს, ოლექსი ნეიჟპაპამ ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს არა იმდენად ბაზა, არამედ, ბაზირების პუნქტია, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთს სჭირდება თავისი სამხედრო გემების განთავსების ადგილების გასაფართოებლად, რადგან მთელი ფლოტი ერთ ბაზაზე ვერ ეყოლება. თუ რუსეთი აფხაზეთში ბაზას ააშენებს, იქნება თუ არა ის უკრაინისთვის კანონიერი სამიზნე, სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ ადგილას მყოფი ნებისმიერი გემი, რომელზეც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დროშაა აღმართული. „ნოვოროსიისკი არ არის ძალიან სასიამოვნო პორტი ბაზისთვის ამინდის პირობების გამო, განსაკუთრებით ზამთარში. სევასტოპოლი ძალიან დახურული ყურეა. გეოგრაფიულად ძალიან შესაფერისია გემების განსათავდებლად. იგი დაცულია ყველა ქარისგან, გარდა დასავლურისა. სხვათა შორის, ძალიან სიმბოლურია,“ - აღნიშნა ნეიჟპაპამ. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ლიდერმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა გამოაცხადა, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით  

ბუდანოვი: რუსეთი ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი Le Monde-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტზე უკრაინის თავდასხმების გამო რუსები საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ ოჩამჩირაში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. „ჩვენ რეგულარულად ვუტევთ მტრის საზღვაო ფლოტსა და საპორტო ობიექტებს, ამიტომ რუსებს მოუწიათ, სწრაფად გადაეტანათ ყველაფერი სამხრეთ-აღმოსავლეთით. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჩამჩირაში საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ," - აცხადებს ბუდანოვი უკრაინული მედიის ცნობით. კირილ ბუდანოვის თქმით, შავი ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშაა, ისევე როგორც გაზის წარმოების პლატფორმები. „საზღვაო საექსპორტო დერეფნები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რისკების მიუხედავად კვლავ ფუნქციონირებს," - აღნიშნა ბუდანოვმა. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი: უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა ყველა რუსული სამხედრო გემი  

„ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა“ - პრეზიდენტი ოკუპირებული სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის გალერეაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე იზრუნოს. „ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე,“ წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ოკუპირებულ სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოში რუს სპეციალისტებს ჩართავენ  

ეროვნული მუზეუმი მზადაა, ოკუპირებულ სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ექსპონატების რესტავრაციაში ჩაერთოს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ეროვნული მუზეუმი მზადაა დახმარების მიზნით სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან სპეციალური ჯგუფი შექმნას. ამის შესახებ ინფორმაციას "ეროვნული მუზეუმი" სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ოკუპირებულ სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოში რუს სპეციალისტებს ჩართავენ  

USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას

Europetime-ს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელის ჯონ პენელის პერსონა ნონგრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID/Georgia) განუცხადეს, რომ „სიტუაციას აკვირდებიან.“ USAID მიმდინარე პროგრამებზე ამახვილებს ყურადღებას. „USAID გაეცნო ამ განცხადებას. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. რაც შეეხება პარტნიორობას საქართველოსთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში პირველად 1992 წელს გააღო თავისი კარი და დაამყარა ძლიერი პარტნიორობა. „საერთო ჯამში, USAID-მა დაახლოებით 1.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა პროგრამებში, რათა დაეხმაროს საქართველოს ეფექტიანი და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში; გააუმჯობესოს განათლების, ჯანდაცვის სფერო და სხვა საჯარო სერვისები; ეკონომიკა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, კეთილდღეობას დასაქმებულთათვის, ოჯახებისა და თემებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, ეხმარება დემოკრატიულ პროცესებს, რომლის ცენტრშიც მოქალაქეები არიან. USAID ამჟამად ახორციელებს ინვესტიციას განვითარების 40 პროგრამაში, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოს უამრავ ძირითად სფეროში - ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, განათლება, დემოკრატიული მმართველობა და მრავალი სხვა - ეს ყველაფერი შეესაბამება საქართველოს შიდა პრიორიტეტებს მისი უსაფრთხოების და დემოკრატიის გასაძლიერებლად, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და საიმისოდ, რომ ქვეყანამ ევროპისკენ წინსვლა გააგრძელოს,“ განუცხადეს Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. „ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის“ - USAID-ის მიმდინარე პროექტები შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი. არძინბა: ჩვენი კარი დაიხურება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციის, „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ ხელმძღვანელი არდა ინალ-იპა ამბობს, ინალ არძინბა თავისი მანდატის შესაბამისი დიპლომატიური საქმიანობით არ არის დაკავებული და, პირიქით, ძირს უთხრის წინა „მინისტრების“ მიღწევებს. „მინისტრ არძინბას ბრძანებები აღარ გვაკვირვებს - მან დიდი ხანია, მიზნად დაისახა, არ იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არ დაარწმუნოს საერთაშორისო ფონდები, მიმართონ სახსრები აფხაზეთისა და აფხაზეთის საზოგადოების აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად, არამედ, მოწყვიტოს აფხაზეთი გარესამყაროს, გადააქციოს დახურულ ზონად. სინამდვილეში, ინალ არძინბა საერთოდ არ არის დაკავებული დიპლომატიით, როგორც ამას მისი მანდატი მოითხოვს, პირიქით, ის ძირს უთხრის ჩვენი წინა მინისტრებისა და მათი კოლეგების მიღწევებს,” - ამბობს არდა ინალ-იპა. ის მიიჩნევს, რომ არძინბას გადაწყვეტილებები „აფხაზეთის იზოლაციას აღრმავებს.“ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების “ხელმძღვანელად“ 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. უკრაინამ არძინბაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაში შეიყვანეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, 2017 წელს ინალ არძინბას მე-3 კლასის სრული სახელმწიფო მრჩევლის წოდება მიენიჭა. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა

რუსულმა მხარემ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა, იტყობინება კომპანია „ჩერნომორენერგო“. „პირველი თებერვლიდან რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, „ჩერნომორენერგო“ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკს აწესებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. დღეს აბონენტებს შუქს ორჯერ, ორ-ორი საათით გაუთიშავენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „სოციალური ნაკადის“ ფარგლებში დაიწყო რუსული ელექტროენერგიის უფასო მიწოდება. თუმცა აფხაზურმა მხარემ შეტყობინება მიიღო, რომ მიწოდება „სრული მასშტაბით ვერ მოხდება რიგი ტექნიკური მიზეზების გამო“. ოკუპორებულ აფხაზეთში იძულებულნი არიან, რუსეთიდან მიიღონ ელექტროენერგია, ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო.  

ე.წ. მინისტრი არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის „აგრესიულ იზოლაციაზე“ საუბრობს

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დე ფაქტო ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონს არ ეძლევა „სუნთქვის“ საშუალება - კონტაქტები იბლოკება, რაც მას საერთაშორისო ასპარეზზე „აგრესიულ“ იზოლაციაში აქცევს. ე.წ. მინისტრმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩებთან ონლაინ შეხვედრისას დაიჩივლა, რომ მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილის ქვეყნები ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას კი არა, ოფიციალურ თბილისს ესაუბრება. პოლიტიკურ დონეზე „საერთაშორისო პარტნიორებთან“ კონტაქტებში დაბრკოლებების შექმნის გარდა, არძინბა „საქმიანი კონტაქტების“ დონეზე შეზღუდვებზეც საუბრობს. „და - „კულტურული და ჰუმანიტარული იზოლაცია“, როცა „აფხაზ სპორტსმენებს, მეცნიერებს, ხელოვანებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო ღონისძიებებში,“ - ამბობს ე.წ მინისტრი. ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დე ფაქტო ხელმძღვანელი რეგიონის იზოლაციის მცდელობებთან ბრძოლის „ყველაზე ეფექტიან“ საშუალებებზე მიუთითებს. მათ შორისაა, საკუთარი მედიის შექმნა „საზღვარგარეთ“ საინფორმაციო ომის „მოგების“ მიზნით და - „მასშტაბური ღონისძიებების“ გამართვა ოკუპირებული აფხაზეთის „კულტურული და საქმიანი იმიჯის“ პოპულარიზაციისთვის. არძინბა „აგრესიული იზოლაციის“ შესახებ განცხადებებეს აკეთებს იმ ფონზე, როდესაც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი ოკუპირებულ რეგიონში არ შეუშვეს. გარდა ამისა, არძინბა აცხადებდა, რომ კარი „სამუდამოდ დაკეტილია“ მათთვის, ვინც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. ასევე ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ „ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი „კიდევ უფრო იმედგაცრუებული დარჩებოდა უახლოეს მომავალში.“ შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი. USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში, ე.წ. პრეზიდენტმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი შეიტანა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ასრულებენ უცხოეთის აგენტის ფუნქციას“. „კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებებს, ასევე აფხაზეთის სახელმწიფოს და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოეთის ჩარევის მიმართ გადაუდებელი რეაქციას,“ - ნათქვამი განმარტების დოკუმენტში. კანონპროექტის თანახმად, უცხოეთის აგენტად შეიძლება, აღიარონ როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე, ფიზიკური პირები. თუ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფიზიკური პირი ან რომელიმე ორგანიზაცია დაფინანსებას მიიღებს იმ სახელმწიფოებისგან (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, სირია), რომლებმაც ეს რეგიონი დამოუკიდებლად ცნეს, ან იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისგან, რომლებიც ამ სახელმწიფოებში არიან რეგისტრირებული, მაშინ ეს არ იქნება იმის საფუძველი, რომ შესაბამისი პირი „უცხოეთის აგენტად“ იქნეს შერაცხილი. პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ კანონს და არ განაცხადებენ შესაბამის რეესტრში თავისი „უცხოეთის აგენტად“ შეტანის შესახებ, პასუხისგებაში იქნებიან მიცემული შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად და დაისჯებიან დადგენილი წესით.  

ასლან ბჟანია სერგეი ლავროვს შეხვდა

მოსკოვში „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის პრესცენტრის ინფორმაციით ბჟანიამ და ლავროვმა „აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარება“ განიხილეს. „ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დიპლომატის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა "რუსული სახელმწიფოს საკეთილდღეოდ" საქმიანობაში,“ ნათქვამია განცხადებაში. ბჟანია ასევე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დმიტრი კოზაკს. შეხვედრაში რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკიც მონაწილეობდა. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს რაშიდ ნურგალიევთან, ეკონომიკური განვითარების მინისტრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ელა პამფილოვასთან და ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელთან დანილ ეგოროვთან. „შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ სფეროში და რიგი სხვა საკითხები, რაზეც მიმდინარეობს სისტემატური ორმხრივი მუშაობა,“ - ნათქვამია განცხადებაში. ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში გუშინ, 7 თებერვალს შეიტანა - „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის კანონის ანალოგიური კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ.“  

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა „არ მოაწერს ხელს „როსგვარდიასთან“ ხელშეკრულებას“

„რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიასა და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება „არ ექვემდებარება ხელმოწერას,“ აცხადებს ოკუპირებული რეგიონის შსს-ს ხელმღვანელი, რობერტ კიუტი. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობაში, არ არიან ადამიანები, რომლებიც იმოქმედებენ და პროფესიული საქმიანობას შეასრულებენ აფხაზეთის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისა ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ,“ - განაცხადა კიუტმა. დე ფაქტო მინისტრის მტკიცებით, აფხაზეთი არის „სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო“ და ამ სტატუსს 30 წელია, იცავენ. „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას უცხო სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტურებმა,“ - აღნიშნა კიუტმა. რამდენიმე დღის წინ მედიაში გამოქვეყნდა ოკუპირებული რეგიონის შსს-სა და „როსგვარდიას“ შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელსაც წინააღმდეგობა მოჰყვა ოპოზიციისა და საზოგადო მოღვაწეების მხრიდან. კრიტიკოსების აზრით, შეთანხმებით შესაძლებელი ხდებოდა აფხაზეთის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა.  

ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას გარდაცვალების საქმეზე ორი „მილიციელი“ დააკავეს

დე ფაქტო ე.წ. პროკურატურის განცხადებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალების საქმეზე გალის „მილიციის“ სამი თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლის დევნა თავად დაიწყო. ამ დროისთვის ორი ე.წ. მილიციელი დაკავებულია. ე.წ. პროკურატურის ცნობით, კაპიტანი ალბერტ ზარაკუა, „ლეიტენანტი“ ვიანორ აბშილავა და „უმცროსი ლეიტენანტი“ დავით კვეკვესკირი ეჭვმიტანილები არიან სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებაში. კვეკვესკირი „პროკურატურაში“ არ გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ე.წ. პროკურატურის ვერსიით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც სამორიგეო განყოფილებაში, „მოწმეების არყოფნის პირობებში, უკანონოდ გაჩხრიკა კარბაია და ამის დოკუმენტირება არ მოახდინა.“ „შემოწმების ბოლოს კარბაიამ კვეკვესკირის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგაც კვეკვესკირმა კარბაიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაკუა და აბშილავა, რომლებიც კვეკვესკირთან ერთად, კარბაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მუშტებითა და ფეხებით სცემეს. რის შედეგადაც კარბაიას სხეულის დაზიანებები მიაყენეს - მან გულმკერდის არეში მიიღო ტრავმა, კარმაიამ მარცხნივ, ოთხი ნეკნის მოტეხილობა მიიღო, დაკავებულს ჰქონდა მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოების სისხლჩაქცევები,“ - ნათქვამია განცხადებაში. როგორც დე ფაქტო „პროკურატურა“ აცხადებს, კარბაია შემდეგ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის გათავისუფლებამდე, 2023 წლის 7 დეკემბრამდე იმყოფებოდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო“ ადრე აცხადებდა, რომ ის „პრევენციული საუბრის შემდეგ" გაათავისუფლეს. „კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე ის გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. კარბაია „ჯანმრთელობის გაუარესების გამო“ მკურნალობდა,“ - განაცხადა ე.წ. შსს-მ. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების მიზეზად მისი ოჯახის წევრები ამავე რაიონის ე.წ. მილიციელების მიერ მის სასიკვდილოდ ცემას ასახელებენ. თემურ კარბაიას ნათესავების ცნობით, თემურ კარბაია სახლში მიდიოდა, როცა ე.წ. მილიციელებმა ის შესამოწმებლად გააჩერეს. ზუსტად რა მოხდა ამის შემდეგ, ოჯახი ინფორმირებული არ არის, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ თემურ კარბაიას სასიკვდილოდ პოლიციელებმა სცემეს. 11 დეკემბერს გავრცელდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი კომენტარიც, რომელიც უწყებამ სააგენტო „აიაშარას“ მისცა და რომელშიც, თემურ კარბაიას ცემაზე არაფერი იყო ნათქვამი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.

SJC: ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული კანონის“ მიღება დაასუსტებს საზოგადოებას და გააღრმავებს იზოლაციას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტის „პარლამენტისათვის“ წარდგენის შესახებ აცხადებს, რომ ეს ინიციატივა „დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს, მკვეთრად დაასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას აფხაზეთში და გააღრმავებს აფხაზეთის რეგიონის იზოლაციას.” როგორც ორგანიზაცია წერს, კანონპროექტი აფხაზეთში მცხოვრებთა პოლიტიკურ უფლებებს და სოციალურ ყოფასაც გააუარესებს. ოკუპირებულ აფხაზეთში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები შესაძლოა აღიარებულ იქნენ უცხოურ აგენტებად, თუკი ისინი ფულად სახსრებს ან/და სხვა სახის ქონებას უცხო ქვეყნიდან იღებენ. ფულადი სახსრების მიღება იმ სახელმწიფოებიდან, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, სირია), ამ სახელმწიფოებში რეგისტრირებული მოქალაქეები და იურიდიული პირები არ ჩაითვლებიან „უცხოურ აგენტებად.“ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ის შექმნილია აფხაზეთის ინტერესების, მისი სუვერენიტეტის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ასევე, აფხაზეთის სახელმწიფოსა და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში საგარეო ჩარევაზე დაუყოვნებლივი რეაგირების უზრუნველყოფად. კანონპროექტი შეზღუდვებს უწესებს უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელ არაკომერციულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს და კრძალავს ადგილობრივ სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შექმნილ კომისიებში, კომიტეტებში, საკონსულტაციო, სათათბირო და სხვა ორგანოებში მათ მონაწილეობას. ამასთან, იკრძალება უცხოური აგენტების მიერ საჯარო ღონისძიებების, მსვლელობების, დემონსტრაციების, საჯარო დებატების, გამოსვლების დისკუსიების გამართვა. დამატებით, კანონპროექტით, გამორიცხულია, მუნიციპალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების საქმიანობის შესაძლებლობა. არაკომერციულ ორგანიზაციებს და პირებს, რომლებიც ასრულებენ “უცხოური აგენტის” ფუნქციებს, არ აქვთ უფლება, გაავრცელონ არასრულწლოვანთა საინფორმაციო პროდუქტები მედიის საშუალებით ან/და ინტერნეტის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელის გამოყენებით. არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ უცხოური აგენტის ფუნქციებს, არ აქვთ უფლება განახორციელონ საგანმანათლებლო საქმიანობა არასრულწლოვანთა მიმართ ან/და პედაგოგიური საქმიანობა რესპუბლიკურ და მუნიციპალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში. გარდა აკრძალვებისა, „უცხოური აგენტებად“ დარეგისტრირებული ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ვალდებული იქნებიან წარადგინონ საფინანსო დეკლარაციები, მათ შორის სრული მონაცემები წყაროს, თანხის ოდენობის, ნებისმიერი თანხის მიზნისა თუ მიღებული და დახარჯული სხვა მატერიალურ სიკეთის შესახებ. იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება გამოიძიოს, მოითხოვოს და შეისწავლოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის – პერსონალური მონაცემები. უცხოური აგენტების საქმიანობის შემოწმების მიზნით შეიძლება ჩატარდეს არაგეგმური შემოწმება. შემოწმების ჩატარების საფუძველი შეიძლება იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი არაკომერციული ორგანიზაციიდან განაცხადის მიღებაც. არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა კანონპროექტის მიხედვით გამოიწვევს ადმინისტრაციულ, სისხლისსამართლებრივ და სხვა სახის პასუხისმგებლობას დადგენილი წესით. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შემდეგ, რუსეთის ანექსიური მცდელობები კიდევ უფრო დაჩქარდა და რუსული ინტერესებით გადაწყვეტილებების მიღება იმ საკითხებზეც ხდება, რომლებსაც აფხაზური საზოგადოება წლების განმავლობაში აკავებდა (ბიჭვინთის სანატორიუმის გადაცემის საკითხი რუსეთისთვის, აპარტამენტების მასობრივი მშენებლობა აფხაზეთის 6 რაიონში, ენერგოსექტორში გარე/რუსული ინვესტორების დაშვება და ა.შ.). საოკუპაციო მთავრობის ამ პოლიტიკას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად აკრიტიკებს და მის წინააღმდეგ თვითორგანიზებასაც ახერხებს. ორგანიზაციის შეფასებით, „როგორც ჩანს, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღების მიზანი სწორედ ამ საზოგადოების დასუსტება და გაჩუმებაა. ამასთან აშკარაა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებისთვის, რომელსაც დაკარგული აქვს ნდობა საზოგადოებაში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია ძალაუფლების შენარჩუნების იარაღია”. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონის მიღების მცდელობა 2023 წელს საქართველოს ხელისუფლებასაც ჰქონდა, თუმცა, ეს საქართველოს მოქალაქეების და საერთაშორისო საზოგადოების წნეხის გამო ვერ შეძლო. „ამ პირობებში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას დაკარგული აქვს მორალური და პოლიტიკური რესურსი აფხაზეთში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესები საჯაროდ დაგმოს და ამ კონტექსტში საქართველო წარმოადგინოს, როგორც დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც გაყოფილ საზოგადოებას ახალი ტიპის პოლიტიკას და პროგრესული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს. აფხაზეთის რეგიონში ანექსიური პროცესების გააქტიურების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს სტრატეგიული პოლიტიკური ხედვა, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონის სრული ასიმილაციის პროცესს შეაკავებდა. ძირეულად შეცვლილი რეგიონული და გლობალური კონტექსტების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას 2010 წლის შემდეგ არ განუახლებია სამშვიდობო პოლიტიკის დოკუმენტი და კვლავ მოძველებული და ვიწრო პერსპექტივებიდან უყურებს კონფლიქტების ტრანსფორმაციის პოლიტიკას. ამასთან, საქართველოს მთავრობა ნაკლებად მუშაობს იმ მიმართულებით, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირის გაფართოებისა და საქართველოს გაწევრიანების პროცესს ხელი შეუწყოს კონფლიქტების ტრანსფორმაციას და აფხაზეთში (და სამხრეთ ოსეთის რეგიონში) მცხოვრები ადამიანებისთვის ახალი ალტერნატივებისა და შესაძლებლობების გაჩენას. ამ პირობებში მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ შექმნას სამშვიდობო პოლიტიკის ახალი ხედვა, რომელიც სამოქალაქო, საერთაშორისო და პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციების გზით და კონსენსუსზე დაფუძნებული მიდგომებით შემუშავება და რომელიც სტრატეგიულად უპასუხებს რეგიონში შექმნილ მყისიერ და გრძელვადიან გამოწვევებს, და ასევე, ახალ შესაძლებლობებს,”– ნათქვამია განცხადებაში.  

მედია: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო. შესაბამის ინფორმაციას „ეხო კავკაზა“, ჟურნალისტ იზიდა ჭანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „არაოფიციალური ინფორმაციით, სამი დღის წინ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. კანონში ცვლილებები (რატიფიკაციის შესახებ), რომელიც სახელმწიფო აგარაკების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს, ვიღაც ძალიან კონკრეტულს არ აწყობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს. ეს ინფორმაცია არც ვებგვერდზე და არც ტელეგრამზე არ არის ხელმისაწვდომი,“ - წერს იზიდა ჭანია სოციალურ ქსელში. გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციური ძალებიც ადასტურებენ. „ჩვენ ხელთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გვაქვს, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ, რომ თავისი პოზიცია გადაწყვიტოს, დაადასტუროს შეთანხმების დებულებების ან მის რატიფიკაციამდე მიღებული საკანონმდებლო აქტების ერთგულება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოვითხოვთ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვეულ კულუარულ მუშაობას შეეშვას და მითითებული ნოტა გამოაქვეყნოს. ასევე, საზოგადოების მხრიდან სრული ნდობის არარსებობის გამო, მოვითხოვთ, რომ აფხაზური მხარის პასუხის პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან შეთანხმება, დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით, მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა პირადად აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას დაეკისრება,“ - ნათქვამია ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. შეთანხმება სხვადასხვა ობიექტის, მიწის ნაკვეთისა და შენობის მესამე პირებისთვის გადაცემას კრძალავს. საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის “გადაცემის“ შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას  

ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია: აფხაზეთში არიან ძალები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს აზიანებენ

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, „აფხაზეთში არსებობენ ძალები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს აზიანებენ.“ „თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ წინააღმდეგობაზე, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არამეგობრული ქვეყნები ავლენენ. ამაზე ღიად ვლაპარაკობ. ბოლო დროს ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ხელს უშლიან ჩვენს განვითარებას. ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდნენ ძალები, რომლებიც აზიანებენ ურთიერთობებს, ჩვენს პრაქტიკულად ერთადერთ მოკავშირესთან,“ - აღნიშნა ბჟანიამ. მისი თქმით, ბოლო წლებში „მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური ხასიათის ძალიან ბევრი მოვლენა ხდება, რომელმაც შესაძლოა, ბევრი სახელმწიფოს კონტურები შეცვალოს.“ „ბევრ ადგილას საბრძოლო მოქმედებებია, აღარ არსებობს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლიც 30 წელზე მეტხანს არსებობდა,“ - დაამატა ბჟანიამ. ე.წ. ოპოზიციურ პარტიაში - „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი“ განაცხადეს, რომ ბჟანიას სიტყვები „თითქოს, აფხაზეთში არსებულ ანტირუსულ ძალებზე, სერიოზულად აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, რუსეთ-აფხაზეთის მეგობრულ ურთიერთობებს, რომელმაც დროის გამოცდას ღირსეულად გაუძლო.“ „ეროვნული ერთობის ფორუმი მსგავს განცხადებებს განიხილავს, როგორც სპეკულაციურ რიტორიკას, რომელიც ხელს არ უწყობს ქვეყანაში ისედაც დაძაბული მდგომარეობის სტაბილიზაციას.“ ბჟანიამ, „პარლამენტში“ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტიც შეიტანა.  

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამ გაფრთხილების მიზეზი გახდა, აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსეთიდან ჩასული ტურისტის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლებულ კაცს, სასჯელი შეუმსუბუქა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. „აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას ავლენს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელის მიმართ... ცხადია, ეს ქმნის რისკებს აფხაზეთის კურორტებზე ყოველწლიურად ჩამოსული უცხოელი სტუმრების დიდი რაოდენობის უსაფრთხოებისთვის, რის შესახებაც ჩვენ იძულებულნი ვართ გავაფრთხილოთ ჩვენი თანამემამულეები," - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ედგარ აბუხბა აფხაზეთში 2019 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავეს - მას ბრალად ედებოდა რუსი ტურისტის გაუპატიურება და ძარცვა. მას 2021 წელს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კი განმარტა, რომ პირს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანმა, არ შეიძლება მიესაჯა 10 წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ედგარ აბუხბა თავისუფალია.  

ე.წ. პრეზიდენტ ბჟანიას თქმით, USAID-ის აკრძალვა რუსეთთან "სტრატეგიული პარტნიორობის" ვალდებულებაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, „რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აფხაზეთს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს.“ ბჟანიამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების წერტილი კიდევ უფრო მაღალზე უნდა იყოს, რადგან ეს არის აფხაზეთის ხალხის ფუნდამენტური ინტერესი.“ „თუ USAID-ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2012 წლიდანაა აკრძალული...ამ არც თუ მარტივ პირობებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ფაქტობრივად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, შეგვიძლია ჩვენ, როგორც მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, საქმიანობის უფლება მივცეთ რუსეთისადმი არამეგობრულ, მტრულად განწყობილ ორგანიზაციას, აქ აფხაზეთის ტერიტორიაზე?“- განაცხადა ბჟანიამ, რომელმაც დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას მიმართა. „ასეა საჭირო ინალ, მკვეთრი საუბარი. დიპლომატიური ენა, რასაკვირველია მოსაწონია და მაგრამ ყოველთვის როდი ესმის საზოგადოებას და ჩვეულებრივ ხალხს. თუ ჩვენ მოკავშირეები, სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ეს ჩვენ გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს,“ - განმარტა მან. გასული წლის ბოლოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ USAID-ის პროექტები აკრძალა. USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი კი, ოკუპირებულ აფხაზეთში პერსონა „ნონ გრატად“ გამოცხადდა. USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას  

საგარეო უწყება: საქართველო ემზადება ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის

საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის,“ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში, რომელიც უწყებამ Europetime-ს მიაწოდა. ცნობისთვის, მოსკოვი ჟენევის დისკუსიების „სხვა ადგილას“ გადატანას მოითხოვს, განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ. მათი თქმით, საუბარია, კერძოდ, მინსკსა და ბაქოზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს. ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს; ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).  

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში „ოფიციალურ ვალუტად“ რუბლის მიღებას აპირებენ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა პირველ მოსმენით დაუჭირეს მხარი კანონპროექტი, რომელიც ადგენს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ოფიციალური ვალუტა რუსული რუბლი იქნება, ხოლო ყველა სხვა სახის ვალუტა კლასიფიცირებულია, როგორც უცხოური. დოკუმენტს მხარი 26-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი, წინააღმდეგ წავიდა. ე.წ. დეპუტატმა ბესლან ხალვაშმა აღნიშნა, რომ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მეორე მოსმენით განხილვისას.  

ტოივო კლაარი: აფხაზეთის მხარდასაჭერად ევროკავშირმა დაახლოებით 180 მილიონი ევრო დახარჯა

"ევროკავშირი 15 წელზე მეტია, აფინანსებს მნიშვნელოვან პროგრამებს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად," - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა გამოცემა JAM news-თან ინტერვიუში განაცხადა. კლაარმა კომენტარი გააკეთა კრიტიკაზე, რომელიც იანვარში გამოთქმულ მის მოსაზრებას მოჰყვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან. მაშინ მან განაცხადა, რომ ორჯერ განუცხადეს უარი აფხაზეთში სამუშაო ვიზიტებზე. JAM news-თან კომენტარში კლაარი ამბობს, რომ არ ელოდა, თუ მისი მოსაზრება „ამხელა ინტერესს გამოიწვევდა, განსაკუთრებით - აფხაზეთში.“ „მინდოდა, საჯაროდ მესაუბრა აფხაზეთში წვდომის სირთულეებზე, რომლებიც ახლახან შემექმნა (ეს არ იყო დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ვიზიტებთან)... მე მესმის სიტუაციის სირთულე, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ურთიერთქმედების სივრცის შემცირება ან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების საქმიანობის შეზღუდვა – და, შესაბამისად, აფხაზეთში შემოდინებული დახმარებაც – მხოლოდ გაამწვავებს პრობლემებს. ნამდვილად არ ველოდი, რომ ჩემი აზრი ამხელა ინტერესს გამოიწვევდა, განსაკუთრებით აფხაზეთში. ძალიან კარგი იყო იმის დანახვა, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და ჩაერთონ საინტერესო დებატებში, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში.“ ოკუპირებულ აფხაზეთში პროექტების დაფინანსებაზე საუბრისას კლაარმა დასძინა, რომ „ეს ძირითადად ხდება აფხაზეთში მყოფი პარტნიორების მეშვეობით, როგორებიც არიან გაეროს სააგენტოები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება.“ „ეს პროგრამები მხარს უჭერს ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს და სხვა. ეს არის ასევე პროექტები დაკარგული ადამიანების მოსაძებნად და ასაფეთქებელი მოწყობილობების გასანეიტრალებლად,“ ამბობს ტოივო კლაარი. მისი თქმით, 2008 წლიდან სულ დაახლოებით 80 მილიონი ევრო დაიხარჯა მხარდაჭერის პროგრამებზე, „ასევე ნდობის აღდგენის ღონისძიებებსა და დიალოგზე“. „ვფიქრობ, სამართლიანი იქნება ასევე აღვნიშნო დამატებითი თანხა – დაახლოებით 100 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირმა სესხებისა და გრანტების სახით გამოსცა ენგურჰესის შეკეთებასა და მოდერნიზაციაზე. ამის გარეშე დღეს აფხაზეთში სინათლე არ იქნებოდა. და სხვათა შორის, სესხებს იხდის ექსკლუზიურად საქართველოს მთავრობა, ანუ ის ასევე დიდად უჭერს მხარს აფხაზეთის ენერგომომარაგებას,“ აღნიშნავს კლაარი. სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალი პროექტი და აქტივობა აფხაზეთში მიზნად ისახავს აფხაზური იდენტობის შენარჩუნებას და განვითარებას, განსაკუთრებით აფხაზურ ენას, ისტორიულ არქივებს, კოლხური ბზის და თუნდაც აფხაზური ღვინოების გადარჩენას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გმობის რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და მოუწოდებს სრული დეოკუპაციისკენ.  

ჯონ ჰერბსტი: ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს

Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა შეაფასა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტი“. ჯონ ჰერბსტის თქმკით, ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის შეფასებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამ ნაბიჯის მიზეზი ისაა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი თავს მარტო და დაუცველად გრძნობს.  „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. საქართველო ბელორუსს მოუწოდებს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ტოივო კლაარი ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ჩავიდა

15 მარტს, ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ. სააგენტო რეს-ის ცნობით, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ, ევროკავშირის მხრიდან ტოივო კლაარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობას უნდა მიეცეს მეტი შესაძლებლობა „გამყოფი ხაზის“ გადაკვეთისთვის. მისი თქმით, აფხაზეთში საგუშაგოების რაოდენობა ისევ იმ რაოდენობის გახდა, როგორიც იყო კორონავირუსის პანდემიამდე. თანათავმჯდომარეებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი შეხვდა. კოჩიევის განცხადებით, ჟენევის დისკუსიებს ალტერნატივა არ აქვს. „ჩვენ ვადასტურებთ შეფასებებს ჟენევის პროცესის მნიშვნელობის შესახებ და აღვნიშნავთ მის როლს არსებული უსაფრთხოების სტრუქტურის გაძლიერებაში. ჟენევის პროცესის გამოცდილება აჩვენებს, რომ მონაწილე მხარეებს შეუძლიათ საკამათო საკითხების გადაწყვეტილებების პოვნა. თავად ის ფაქტი, რომ პროცესი არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს უკვე 15 წელია, გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ გარკვეული სტაბილურობა რეგიონში, რაც უკვე შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან ელემენტად ამიერკავკასიაში უსაფრთხოების სტაბილურობისადმი ნდობის განმტკიცებისთვის,“ - განაცხადა კოჩიევმა. მანვე დასძინა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეუმჩნეველი არ რჩება საგარეო პოლიტიკური მოღვაწეების მოწოდება თბილისისადმი მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. "ამაზე საქართველოს ხელისუფლებაც შეშფოთებით საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ საზღვარზე სტაბილურობაა, ამ დროისთვის არ არსებობს მინიშნებები, რომ საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო მოქმედებების დაწყება სურს. თუმცა, ჩვენ ვამჩნევთ საქართველოსა და უცხოელ პარტნიორებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას, რაც ზრდის უსაფრთხოების არსებულ რისკებს," - აღნიშნა კოჩიევმა რადიო თავისუფლების ცნობით. 13 მარტს ჟენევის დისკუსიის თანამთავმჯდომარე ტოივო კლაარი სოხუმს ესტუმრა. მანამდე დიპლომატს უარს ეუბნებოდნენ სამუშაო ვიზიტებზე. „აფხაზეთში ჩვენ მივაღწიეთ იმდენივე გადაკვეთის პუნქტების რაოდენობას, რამდენიც პანდემიის გავრცელებამდე იყო. აქ, სამხრეთ ოსეთში, ჩვენ გვინდა ვიხილოთ მსგავსი სურათი, რათა ხალხისთვის საზღვრების გადაკვეთა გაადვილდეს,“ - განაცხადა ტოივო კლაარმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხიც განიხილეს. "აუცილებელია ამ პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება და ახლობლებისთვის პასუხის გაცემა მათი ნათესავების ბედზე. ჩვენ სრულად გვესმის ამ საკითხის მნიშვნელობა და გვსურს ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამოსავლის მოსაძებნად," - აღნიშნა კლაარმა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ შეხვედრები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ტოივო კლაართან, ჯიჰან სულთანოღლუსთან (გაეროს წარმომადგენელი) და ზიგფრიდ ვებერთან (ეუთოს წარმომადგენელი) გამართა. „კონსულტაციების ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლების საკითხებსა და თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილეს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრის მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის დღის წესრიგის განხილვა იყო, რომელიც 4-5 აპრილს გაიმართება. USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას ტოივო კლაარი: აფხაზეთის მხარდასაჭერად ევროკავშირმა დაახლოებით 180 მილიონი ევრო დახარჯა  

ზურაბიშვილი „აფხაზი მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე“ მისი კომენტარის “ინტერპრეტირებას“ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს

პრეზიდენტის განმარტებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სასამართლოს მიერ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისათვის გადაცემის აკრძალვის შესახებ, კანონის არგაუქმების გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა.“ შესაბამისი პოსტი სალომე ზურაბიშვილის Facebook-ზე გავრცელდა. მანამდე, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილმა დაწერა: „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან.“ „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, ზურაბიშვილმა თავისი ფეისბუკპოსტით აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მესამე შტო აღიარა. „სრულიად აღმაშფოთებელია, როდესაც მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმის გაგრძელებას თუ დანამატს. რა მოსამართლეებზეა საერთოდ საუბარი და რა ხელისუფლებაზე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენს აფხაზეთში ვაღიარებთ მხოლოდ ჩვენი აფხაზი დების და ძმების ნებას, ისიც როდესაც ეს ემსახურება ერთიანი საქართველოს იდეას და ინტერესებს, სხვა შემთხვევაში მოვუწოდებდი საქართველოს პრეზიდენტს სასწრაფოდ გადახედოს საკუთარ ამ პოზიციას და წარდგეს განახლებული მიდგომით საზოგადოების წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს არის ნაკარნახევი რბილი ძალით, ან კიდევ უმეცრებით, ერთიც და მეორეც იქნება ძალიან სამწუხარო ჩვენთვის,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი RESPUBLICA ავრცელებს. „ჩვენი ინფორმაციით, ასლან ბჟანიას პირადი ინიციატივით, აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოში ბიჭვინთის აგარაკების შესახებ ადრე მიღებული კანონის, რომელიც მესამე პირებზე გადაცემას ზღუდავს, გაუქმების მცდელობა იყო. ასლან ბჟანიას სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ, თავმჯდომარის გარდა, ხმა მის წინააღმდეგ მისცა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის “შეთანხმების რატიფიცირება“ მოახდინა, რაც სხვადასხვა ობიექტის, მიწის ნაკვეთებისა და შენობების მესამე პირებისთვის გადაცემას კრძალავს. საერთაშორისო საზოგადოება ამ გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს უწოდებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.  

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი MI-24 ჩამოვარდა

ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი MI-24 ჩამოვარდა. „ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია,“ განუცხადა ადგილობრივ სააგენტო „აფსნიპრესს" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების სარდალმა ადგურ გუმბამ. შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. ადგილზე იმყოფება დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია.